ბარსელონა ასპილიკუეტას ტრანსფერს დააჩქარებს

ბარსელონა ასპილიკუეტას ტრანსფერს დააჩქარებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს "ბარსელონა" სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერის დაჩქარებას შეეცდება.

კატალონიურ კლუბს სურს, სასურველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გარიგებებს მალე მიაღწიოს, ესპანელი მცველი კი ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "ბარსაში" გადმოსვლა თავად ასპილიკუეტასაც სურს, მაგრამ "ჩელსი" ჯერ კიდევ მის შემცვლელს ეძებს.

წყაროს ცნობით, სესარმა ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ წასვლა უნდა.

ასპილიკუეტას გარდა, "ბლაუგრანა" "ჩელსიდან" მარკოს ალონსოს გადაბირებაზეც მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ივლისი 2022 16:43
    2
    ზამენაზე იდეალურია ასპი აი ალონსო კიდე მოაშორონ აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 13 ივლისი 2022 16:31
    2
    რა ალონსო, გრიმალდო დააბრუნეთ სახლში
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 13 ივლისი 2022 16:20
    3
    დაცვაში აზპი, კუნდე და გრიმალდო ყველანაირ პრობლემას მოგვიგვარებდა, ეგ სამი და პლიუს ლევანა და სადღაც ჯამში 100 მილიონზე ცოტა მეტი დაჯდება, იმედია გამოვა, ფრენკი კი თუ არ იმცირებს ხელფასს დროულად გაყიდონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ივლისი 2022 16:16
    3
    დააჩქარონ მართლაც ჯობია, რაც ადრე დაკომპლექტდება გუნდი მით უფრო მეტი დრო ექნება ჩავის გუნდის შესათამაშებლად.