ბარსელონა და კოლიადო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და კოლიადო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ალექს კოლიადო კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. Sport-ის ცნობით მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს.

კოლიადო "ლა მასიას" ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ითვლება. გასული სეზონის პირველ სეზონში მან ბიუროკრატიული სირთულეების გამო ვერ ითამაშა, მეორე ნახევარში კი "გრანადაში" იჯარით იმყოფებოდა და საკმარისი სათამაშო დროც მიიღო.

იყო მოლოდინი, რომ რაფინიას დამატებისა და უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კოლიადო გუნდს დატოვებდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩავი მას არა გარემარბად, არამედ ნახევარდაცვაში ხედავს, რის გამოც ალექსი "ბლაუგრანაში" რჩება.

Sport-ის ცნობით 23 წლის ფეხბურთელის კონკურენტები პედრი, გავი, პაბლო ტორე, სერჟი რობერტო, კესიე და დარჩენის შემთხვევაში ფრენკი დე იონგი იქნებიან, თუმცა მოსალოდნელია, რომ კოლიადო სათამაშო დროს მაინც მიიღებს.

აქამდე კოლიადოს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, ახალი შეთანხმება კი, რომელიც ჯერ ხელმოწერილი არაა, მის მომავალს კატალონიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 ივლისი 2022 18:10
    0
    ისევ ისე მომავლისკენ იმედით ყურება, ალბათ გაამართლებს.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #5 14 ივლისი 2022 16:22
    0
    კუმანმა ამაგრად იპ#ოჭა და გაუფუჭა ბიჭს კარიერა,შანსს იმსახურებს რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივლისი 2022 13:51
    0
    ეე ბიჭო გაუშვით იქნებ განვითარდეს,,,უნდა დაალპონ სკამზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ივლისი 2022 13:50
    2
    შარშან რა გაუკეთა ახვარმა კუმანმა. რა ყოვლად ზარალი და არასწორი იყო მისი მოთრევა. ჯერ ეს გუნდი დიდი მიზნებისთვის ვერ იბრხოლებს და მართლა რაფინიადი მაგდენის გაქნევას ესეც გააკეთებდა საქმეს. ვიცი რო ნაწილ ნაწილ უმდა დაფარონ მარა რა აზრი აქ მაინც ლაპორტას მოსაცურცქლია ის თანხა როგორც ფერანისა შარშან არა მარა ეხლა ხო უმდა მოკუკოს რა აზრი აქ როდის გექნება ჯიბიდან ამოსაღები ახალ სეზონში ვისმეს დამატება რო გინდოდეს უკვე იცი რო 20 25 მილიომი უკვე დახარჯული გაქ ეგ როგორია
    Culé [?]
    #2 14 ივლისი 2022 13:41
    0
    ძაან მაგარი ბიჭია რაფინია რომ არ დაგვემატებინა დემბელეს შემცვლელად იდეალური იქნებოდა და მეტი დროც ექნებოდა
    Culé [?]
    #1 14 ივლისი 2022 13:37
    0
    23 წლისაა და ამ ასაკში გაცილებით მეტი უნდა შეეძლოს დიდი ვერაფერი ფეხბურთელი ვერაა ოლოტთან მე რომ მეთქმაშა უფრო მეტს გავაკეთებდი მაგარი უსუსური თამაში აჩვენეს, სკამის კაცია ამის იმედი დიდად მე არ მაქვს