ბაიერნში უკვირთ, რატომ სურს ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა; კლუბი თანხის დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვს
კერი ჰაუს ცნობით, "ბაიერნს" არ სურს, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერიდან თანხა ნაწილ-ნაწილ მიიღოს - ისინი ითხოვენ, რომ "ბარსამ" მთლიანი რაოდენობა გადაიხადოს ან თანხის დიდი ნაწილი დაუყოვნებლივ გაიღოს.
მიუნხენელები ფიქრობენ, რომ "ბარსელონა" მომდევნო წლებში სატრანსფერო ღირებულების გადახდას ვერ შეძლებს, რის გამოც თავის დაზღვევა სურთ.
გერმანულ კლუბს ურჩევნია, რობერტი "პარი სენ-ჟერმენში" ან "ჩელსიში" გაყიდოს, მაგრამ ფეხბურთელი მხოლოდ "ბარსაზე" ფიქრობს. წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნში" უკვირთ, რატომ სურს ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადასვლა ასე ძალიან, რადგან წლების განმავლობაში მისი ოცნება "რეალი" იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]