ლევანდოვსკი ბაიერნს დაემშვიდობა: აქ გატარებული 8 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო
რობერტ ლევანდოვსკი დღეს "ბაიერნის" საწვრთნელ ბაზაზე სავარჯიშოდ ბოლოჯერ გამოცხადდა, თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზის დატოვების შემდეგ Sky Sports-ისთვის კომენტარიც გააკეთა.
დავბრუნდები და ყველა თანამშრომელს ისე გამოვემშვიდობები, როგორც საჭიროა. ამისთვის მოსამზადებლად დრო არ მქონდა.
აქ გატარებული 8 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო და ამას არასდროს დავივიწყებ. მიუნხენში შესანიშნავი დრო გავატარე. მალე უნდა გავფრინდე, მაგრამ დავბრუნდები და ყველას სათანადოდ გამოვემშვიდობები.
დღეს იმ ბიჭებს გამოვემშვიდობე, რომლებიც მოედანზე იყვნენ. ვარჯიშზე ტრავმის მიღების არ შემშინებია, რადგან ეს, შესაძლოა, სახლშიც დამემართოს. მინდოდა, ფორმა შემენარჩუნებინა და ამ ბიჭებთან ერთად კიდევ ერთხელ მევარჯიშა.
ის, რომ რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადმოდის, "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმაც დაადასტურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]