ბარსელონას კუნდეს ტრანსფერის დაჩქარება სურს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟიულ კუნდეს "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს, კლუბი კი ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობს.
ჩავი ერნანდესი ფრანგს სრულყოფილ მცველად მიიჩნევს და უკანახაზში მისი შეძენა პრიორიტეტულია.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსას" ტრანსფერის დაჩქარება უნდა, რადგან "ჩელსი" ჟიულით კვლავ ინტერესდება და მცდელობებს აგრძელებს.
ამასთან, ფერან კორეასი იტყობინება, რომ "ბარსელონა" ებ აბდესთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების პუნქტს გამოიყენებს, თუმცა, დიდი ალბათობით, მას ამ ზაფხულში გაუშვებს, რადგან ჩავის მაროკოელისთვის დროის გამონახვა გაუჭირდება.
წყაროს თანახმად, ეზალზული "სევილიას" მოსწონს, რაც, შესაძლოა, "ბარსამ" გამოიყენოს და იგი კუნდეს ტრანსფერში ჩართოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]