ლევანდოვსკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

ლევანდოვსკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

"ბარსელონაში" რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი გუშინწინ გაოფიციალურდა, რის გამოც კატალონიის დედაქალაქში მისი წარდგენა ვერ მოხერხდა.

16 ივლისს გუნდი, პრესეზონის გასაგრძელებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, შესაბამისად, რობერტი მიუნხენიდან ჯერ - მალიორკაზე, შემდეგ - მადრიდში, იქიდან კი პირდაპირ მაიამიში გაემგზავრა (მისი რეისი ჯერ არ დაფრენილა), რათა ახალ თანაგუნდელებს შეუერთდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლევანდოვსკის პრეზენტაცია სწორედ მაიამიში, დღეს, 18 ივლისს გაიმართება, ჟერარ რომეროს თქმით კი, ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, "კამპ ნოუზე" უფრო გრანდიოზული ცერემონია შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ივლისი 2022 17:50
    1
    დამთავრდა ამ ნემცებთან ბრძოლა?
    Culé [?]
    #3 18 ივლისი 2022 09:21
    1
    Visça el Barça i Visca çatalonya 💙♥️💙♥️
    --------------------
    Cule🤙
    Culé [?]
    #2 18 ივლისი 2022 01:14
    11
    რაია ბიჭებოო, რეალი ჩემს გარეშე უნდა გეიმასქნათო?! ვერ მოგართვითოოო.
    ფანი [?]
    #1 18 ივლისი 2022 01:13
    9
    მიდი ლომო და რეალისთვის მზად იყავი 💙❤️
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი