რაფინია: ბარსელონა რეალზე უკეთესია

რაფინია: ბარსელონა რეალზე უკეთესია

მასალის განახლება: რაფინიას არ უთქვამს, რომ ბარსა რეალზე უკეთესია 

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, რაფინიამ წარმატებული დებიუტის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

25 წლის შემტევმა "ინტერ მაიამისთან" გამართულ შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა, თავი კი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჩემი პირველი გოლის გატანით ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი თამაში გამოვიდა. ვცდილობდი, კარგი შეხვედრა ჩამეტარებინა. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ასე განვაგრძობ.

რაფინიამ 24 ივლისს გასამართ ამხანაგურ "ელ კლასიკოზეც" ისაუბრა.

უნდა ეცადო, გოლი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გაიტანო, მაგრამ როდესაც საქმე დერბის ეხება, ამას უფრო მეტად ცდილობ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოგებაა. ჩემთვის "ბარსელონა" "რეალზე" უკეთესია.

- ბრაზილიელის სიტყვებს Marca ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 ივლისი 2022 16:50
    1
    რეალთან თამაში დერბი არ არის, კლასიკოა. დერბი ესპანიოლთან თამაშს ჰქვია. ანუ თანაქალაქელების შეხვედრას.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #7 20 ივლისი 2022 16:03
    0
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ანსუ ფატიზე რა ხდება ვერ გავიგე თუვინმემ იცით დანამდვილებით ამიხსენით ანუ მაგ ბიჭს ხო ტრავმა ჰქონდა და რაღაც ერთმანეთთან შეუსაბამო სტატიები იწერებოდა და სრულიად ჯანმრთელია ახლა?

    კი ძირითადისთვის მზადაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ივლისი 2022 15:10
    2
    გოლი ერთი შეხებით კარგი იყო ! ეს ეტყობა ასისტების მამა იქნება გუნდში
    LM10TheLegend
    სტუმარი [?]
    #5 20 ივლისი 2022 14:35
    4
    მორჩა რაფინია როგორც ადამიანი ჩემს პატივისცემას აღარ დაკარგავს!!! აშკარად ეტყობა რომ გონიერი ადამიანია
    Culé [?]
    #4 20 ივლისი 2022 14:15
    0
    ანსუ ფატიზე რა ხდება ვერ გავიგე თუვინმემ იცით დანამდვილებით ამიხსენით ანუ მაგ ბიჭს ხო ტრავმა ჰქონდა და რაღაც ერთმანეთთან შეუსაბამო სტატიები იწერებოდა და სრულიად ჯანმრთელია ახლა?
    Davita
    სტუმარი [?]
    #3 20 ივლისი 2022 14:03
    8
    ხოდა ჩაუდეთ კლაასიკოში მადრიდელ ქალწულებს
    ფანი [?]
    #2 20 ივლისი 2022 13:56
    10
    რაფინიას აშკარად მოსწონს პასები, კომბინაციური თამაში და კარშიც ურტყამს, ამის გამო დემბელეზე წინაა და ვფიქრობ უპირატესობა აქვს .
    Wtf man1
    სტუმარი [?]
    #1 20 ივლისი 2022 13:47
    17
    ფატი ლევანა რაფინია უნდა იყოს ძირითადის შემტევები სკამიდან ტორესი ობამა დემბელე