ბარსელონას სურს, ლევანდოვსკის 9 ნომერი რაც შეიძლება მალე მიანიჭოს

ბარსელონას სურს, ლევანდოვსკის 9 ნომერი რაც შეიძლება მალე მიანიჭოს

"ბარსელონას" სურს, გუნდის ვარსკვლავურ შენაძენს, რობერტ ლევანდოვსკის 9 ნომერი რაც შეიძლება მალე მიანიჭოს და პოლონელი მაისურების ამ ნომრით გაყიდვა დაიწყოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს ნომერი "ბარსაში" უკვე დაკავებულია.

Sport-ის ცნობით ლევანდოვსკი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მას მოედანზე გასვლა გუშინ "ინტერ მაიამის" წინააღმდეგაც შეეძლო, თუმცა კლუბმა გადაწყვიტა, ეს 24 ივლისს "რეალის" წინააღმდეგ მოხდეს.

"ბარსელონას" სურს, ლევანდოვსკის 9 ნომერი რაც შეიძლება მალე მიანიჭოს, რაც კლუბს პოლონელის მაისურების გაყიდვაში დაეხმარება. კატალონიური გამოცემის ცნობით "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ რობერტის მაისურების გაყიდვით დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. "ბარსელონას" მიზანია, იდეალურ შემთხვევაში ლევანდოვსკის 9 ნომერი ამხანაგურ "ელ კლასიკომდე" მიანიჭოს.

პრობლემა ისაა, რომ 9 ნომერი ამჟამად მემფის დეპაის აქვს, რომლის პრიორიტეტიც "ბარსელონაში" დარჩენაა. კატალონიელებს მოუწევთ, ნიდერლანდელი ან გაყიდონ, ან ის ნომრის დათმობაზე დაითანხმონ და "ელ კლასიკომდე" ეს ძალიან გაჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2022 17:50
    0
    დაუთმობს, არაა მემფისა ჯიუტი.🤗
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივლისი 2022 16:34
    1
    აბა თუ დეპაიმ თუ უარი თქვა, ვეღარ გავყიდით მაისურებს. ნომერს რა ჭკუა აქვს. აგერ წეღან ლეომ 30 ნომრიანით გოლიც გაიტანა და გოლის წინა პასიც გააკეთა და 2-1 მოაგებინა პსჟ-ს იაპონიაში. საინტერესო უფრო ისაა, რომ მბაპემ და ნეიმარმა ერთი ტაიმი ითამაშეს მესიმ კი ერთი საათი გაატარა მოედანზე. სხვათა შორის პსჟ-მ ლეოს 30 ნომრიანი მაისურების გაყიდვით 100 მილიონზე მეტი მიიღო მოგება.
    ფანი [?]
    #1 20 ივლისი 2022 14:33
    1
    მიდი მემფის უჯიგრე და აიღე შენ სხვა ნომერი
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი