ბარსელონას ოფიციალურ მაღაზიაში ასო W ამოეწურათ
გასაკვირი არაა, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადმოსვლამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია - ასეთი ვარსკვლავის ტრანსფერის შემდეგ, რამაც ფანებში უდიდესი ინტერესი აღძრა, "ბარსა" ვარაუდობს, რომ პოლონელის მაისურების გაყიდვით მინიმუმ 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თუმცა, კატალონიურ კლუბს სახალისო პრობლემა შეექმნა - ალბერ როგეს ინფორმაციით, ლევანდოვსკის ფორმებზე დიდი მოთხოვნის გამო, "კამპ ნოუს" მაღაზიაში ასო W ამოეწურათ, რის გამოც, კატალონიელთა ქომაგები მაისურების შეძენას ვეღარ ახერხებენ.
Twitter-ზე გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოშიც ვხედავთ, რომ გულშემატკივარი მაღაზიაში მომუშავე პირს ეკითხება, რატომ ვერ ყიდულობს რობერტის მაისურის, ეს უკანასკნელი კი პასუხობს, რომ W მარაგში აღარაა, რადგან მის გვარში, აღნიშნული ასო ორჯერ გვხვდება:
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]