ბარსელონა სერხიო რეგილონის შეძენას გამორიცხავს
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ალტერნატივად სერხიო რეგილონს განიხილავს.
მიუხედავად ამისა, Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი ესპანელი მცველის შეძენას გამორიცხავს, რადგან იგი ჯერ კიდევ "რეალის" გულშემატკივარია და ამას საჯაროდ აცხადებს.
რეგილონი მადრიდელია - იგი 2005-15 წლებში "რეალის" აკადემიაში ირიცხებოდა, 2015-18 წლებში მეორე გუნდში ასპარეზობდა, 2018-19 წლებში კი შანსი პირველ გუნდშიც მიეცა. 2019 წელს სერხიო "სევილიაში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი "ტოტენჰემში" გაყიდეს.
იგივე შეიძლება ითქვას მარკოს ალონსოზეც, მაგრამ მას "რეალში" შანსი არ მისცეს და თანახმაა, "ბარსელონას" ღირსება დაიცვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამამისი სწორედ "ბლაუგრანაში" თამაშობდა.
მარცხენა მცველის პოზიციაზე, ალონსოს გარდა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ხავი გალანითა და კაიო ენრიკეთი ინტერესდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]