ბარსელონა ჟიულ კუნდეს ნელ-ნელა უახლოვდება
ელენა კონდისის ინფორმაციით, "ბარსელონა" ჟიულ კუნდეს ნელ-ნელა უახლოვდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" საკუთარი შანსების სჯერათ, მაგრამ ტრანსფერი დახურულად ჯერ არ მიაჩნიათ. "ბარსამ" იცის, რომ ფრანგს კატალონიურ კლუბში გადმოსვლა სურს, რაც მთავარი ფაქტორია.
ამჟამად ჟიული "სევილიასთან" ერთად პორტუგალიაში იმყოფება და "ბარსელონას" ელოდება.
ჟერარ რომერო კი კვლავ ამტკიცებს, რომ კუნდეს "ბარსაში" ტრანსფერი მხოლოდ დროის ამბავია - მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ. ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსელონას" დელეგაცია, რომელიც ლას ვეგასში იმყოფება, ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]