ბარსელონა იოჰან მოხიკათი დაინტერესდა

ბარსელონა იოჰან მოხიკათი დაინტერესდა

ჟიულ კუნდეს ტრანსფერის შემდეგ, "ბარსელონა" დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე კლუბის სამიზნე სესარ ასპილიკუეტაა, რომლის შეძენაც საკმაოდ რეალურია, მაგრამ პრობლემები იქმნება მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს თაობაზე - "ბარსას" "ჩელსის" მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ სურს.

ადრე გავრცელებული ცნობებით, ალონსოს ალტერნატივად "ბარსა" კაიო ენრიკესა ("მონაკო") და ხავი გალანს ("სელტა") მოიაზრებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი ვარიანტიც გამოჩნდა - Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი იოჰან მოხიკათი ინტერესდება. 

"ელჩეს" კოლუმბიელ მცველს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და €5.5 მილიონზე მეტი არ დაჯდება, მაგრამ "ბლაუგრანას" კონკურენციის გაწევა "სევილიასა" და "ატლეტიკოსთან" მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ივლისი 2022 16:10
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ალბას ნორმალური კონკურენტი არ აწყენდა ნაღდად, ბოლოში მაგის გაშვებაზე რომ წავიდა ლაპარაკი გაიგიჟა თავი ისე ათამაშდა და მოტივაცია სჭირდება, ისევე როგორც ყველას

    ხოდა მაგისთვის აუცილებელია რო იცოდეს რო კონკურენტი უზის გვერდით და ცოტა კაცურად გაისარჯოს.
    Culé [?]
    #4 28 ივლისი 2022 22:31
    0
    ბოლო მოჰიკანია.
    Culé [?]
    #3 28 ივლისი 2022 21:46
    1
    ასეთი დონის იგროკების მოყვანა არაა სწორი ვფიქრობ ჯობს იქით ზაფხულში მოიყვანონ ვინმე ტოპ კლასის ალბას შემცვლელი ვიდრე ახლა ვიღაც მოხიკები არავის მოყვანა არაა საჭირო ერთი აზპი მოიყვანონ მარცხნივ ბალდე ალბა გვყავს+ ბევრი ფეხბურთელია რომელსაც შეულია მანდ თამაში გასაჭირში
    Culé [?]
    #2 28 ივლისი 2022 21:05
    3
    მოხიკა კარგია თუმცა კომბინაციურ ფეხბურთს როგორ მოერგება საკითხავი ეგაა ეს უფრო ძალისმიერი ტიპია
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 28 ივლისი 2022 20:39
    1
    ალბას ნორმალური კონკურენტი არ აწყენდა ნაღდად, ბოლოში მაგის გაშვებაზე რომ წავიდა ლაპარაკი გაიგიჟა თავი ისე ათამაშდა და მოტივაცია სჭირდება, ისევე როგორც ყველას