ოფიციალურად: ჟიულ კუნდეს ტრანსფერი დახურულია
გუშინ დადასტურდა, რომ "ბარსელონამ" ჟიულ კუნდეს თაობაზე "სევილიასთან" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
ეს ნიშნავს, რომ ფრანგის ტრანსფერი სამედიცინო შემოწმების გავლაზე იყო დამოკიდებული - ფეხბურთელმა ეს პროცესი წარმატებით გაიარა და, შესაბამისად, ის, უკვე სრულყოფილად, "ბარსელონელია".
კუნდე "ბარსასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი €1 მილიარდი იქნება.
ჟიულის პრეზენტაცია 1 აგვისტოს, თბილისის დროით 13:30 საათზე გაიმართება.
სრული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
13:00 | კონტრაქტის გაფორმება სიუტატ ესპორტივას ოფისში;
13:30 | კონტრაქტის გაფორმება საჯაროდ, ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო მოედანზე და პრეზენტაცია ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით;
14:15 | პრესკონფერენცია სიუტატ ესპორტივას ოთახში.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 23 წლის მცველმა დღეს, დარბაზში ინდივიდუალურად უკვე ივარჯიშა, შემდეგ კი სიუტატ ესპორტივაზე გარკვეული სამუშაოებით დაკავდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]