ჩავი არაუხოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხედავს
სეზონისწინა ამხანაგურმა თამაშებმა გააჩინა ეჭვი, რომ ჩავი ერნანდესი რონალდ არაუხოს არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე ხედავს და "ნიუ იორკ რედ ბულზთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მწვრთნელის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა.
- განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
"ბარსას" დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი ხანია, პრობლემა აქვს. ჩავიმ ამ პოზიციაზე არაუხო რამდენჯერმე მოსინჯა და ურუგვაელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამას ისიც ემატება, რომ არაუხო ბურთით ისეთი კარგი ვერაა, როგორიც "ბარსას" ცენტრალური მცველი უნდა იყოს და ეს ჩავიმ გასულ სეზონში აღნიშნა კიდეც. ამერიკაში გამართულ ოთხივე შეხვედრაში დაცვის ცენტრში კრისტენენი-გარსიას წყვილი ვიხილეთ და ვერ ვიტყვით, რომ მათ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. მომდევნო თამაშიდან კი მათ ჟიულ კუნდეც დაემატება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]