ლა ლიგა ბარსელონას ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას არ აძლევს
ლა ლიგა "ბარსელონას" ახალწვეულების დარეგისტრირების უფლებას ჯერ არ აძლევს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
"ბარსელონას" ლა ლიგაში საჭირო დოკუმენტაცია გადაგზავნილი ჰქონდა. კატალონიელები პასუხს ოპტიმიზმით ელოდნენ, მაგრამ ადგილობრივი პრესის ცნობით მოლოდინები არ გამართლდა.
სიტუაცია საგანგაშო არაა, რადგან ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად "ბარსელონა" მსგავსი სცენარისთვის მზად იყო. კატალონიელებს სათადარიგო ვარიანტად მე-4 ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება (Barca Studios-ის 24.%-ის გაყიდვა) და პიკესა და ბუსკეტსის ხელფასების შემცირება აქვთ გათვალისწინებული. ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი მათგანი საკმარისი იქნება, თუ ორივე ალტერნატივის ამოქმედება გახდება საჭირო.
"ბარსელონას" ახალწვეულების გარდა იმ ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემაც აქვს, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. საუბარი სერჟი რობერტოსა და უსმან დემბელეზე გვაქვს.
"ბარსას" ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვს, თუმცა სასურველია, რომ ეს 13 აგვისტომდე მოხდეს, როდესაც "ბლაუგრანა" სეზონის პირველ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]