მესი ”ბარსელონას” პასტორეს შეძენას ურჩევს
”ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ კატალონიური გრანდის სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას იტალიური ”პალერმოს” ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს შეძენა ურჩია, იტყობინება AS.
ლეო მესი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ძალიან წაადგება კატალონიურ კლუბს. არც თავად პასტორეა წინააღმდეგი ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში გაწევრიანებისა.
ხავიერ პასტორეთი ”ბარსელონა” დიდი ხანია ინტერესდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელები არგენტინელ ნახევარმცველში დიდ თანხას ითხოვენ, კატალონიელები კი ასეთი თანხის გადახდის უფლებას ვერ აძლევენ საკუთარ თავს.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ პასტორეს მიმართ ”ბარსელონას” გარდა ინტერესს იჩენენ ”მანჩესტერ სიტი” და ”ჩელსი”.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]