პიკე და შაკირა პოლონეთში

პიკე და შაკირა პოლონეთში

კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პოლონეთს ეწვია. ამჯერად მას კატალონიის ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველი, ხერარდ პიკე უმშვენებდა მხარს. მოგეხსენებათ, პიკე და შაკირა უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მალავენ მათ შორის არსებულ ურთიერთობას.

პიკემ ერთ დღიანი დასვენება მოიწყო ვარჯიშამდე. შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელები ვარჯიშს დღეს განაახლებენ და ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის მზადებას დაიწყებენ. კატალონიელები შაბათს ”მალაგას” დაუპირისპირდებიან.

კონცერტის დაწყებამდე წყვილმა საგრიმიორო ოთახში სურათი გადაიღო, რომელიც მოგვიანებით ხერარდ პიკემ თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა და კომენტარი სახით მიაწერა: ”ერთ დღიანი დასვენება შაკირასთან ერთად! ოჰჰჰ, ”მოკ მოკ”!”.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.