”მანჩესტერ სიტი” ინიესტაზე ოცნებობს, ხოლო ”ლივერპულს” ხეფრენი უნდა

”მანჩესტერ სიტი” ინიესტაზე ოცნებობს, ხოლო ”ლივერპულს” ხეფრენი უნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის მოახლოვებასთან ერთად, კლუბები მათთვის სასურველ ფეხბურთელთა სახელებს ამხელენ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ”მანჩესტერ სიტი” შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და კლუბის ხელმძღვანელობას ამისთვის კოლოსალური თანხა აქვს გამოყოფილი. ”სიტი” არც მეტი, არც ნაკლები, ანდრეს ინიესტას უმიზნებს. ინგლისელები მზად არიან კატალონიელებს ანდრესის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო (55 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გადაუხადოს, იტყობინება British Isles.

”სიტის” მენეჯერმა, რობერტო მანჩინიმ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მიმართა თხოვნით, რომ მომავალი სეზონისთვის ანდრეს ინიესტა უყიდონ. მანჩინის დამატებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სამუელ ეტო’ო სურს. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ინტერესს სესკ ფაბრეგასისადმიც იჩენს.

მეორე ინგლისური კლუბი, რომელიც ”ბარსას” ფეხბურთელის შეძენას შეეცდება არის ”ლივერპული”. მათი ინტერესის არეალში ხეფრენი მოექცა, თუმცა ვენესუელელი ფეხბურთელი არ მალავს, რომ მას კონტრაქტის გაგრძელება სურს ”ბარსელონასთან”.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.