საწყისი თერთმეტეული ფინალში

საწყისი თერთმეტეული ფინალში

”ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი გაემგზავრება ”უემბლიზე”. გვარდიოლას ექნება არჩევანი თავისთვის სასურველი ფეხბურთელები საწყის თერთმეტეულში დააყენოს. ეს იქნება დატვირთული სეზონის კულმინაცია, განსაკუთრებით ტრავმების თვალსაზრისით - როგორც მოგეხსენებათ, სეზონის მეორე ნახევარში გუნდში ტრავმების ეპიდემია დაიწყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველა ფეხბურთელი შესძლებს ლონდონში გამგზავრებას.

განსაკუთრებით მნიშნველოვანი არის ორი საკითხი: 1. ღვიძლის სიმსივნის გამო მარტის შუა რიცხვებში ნაოპერაციები ერიკ აბიდალი გამოჯანმრთელდა და გუნდს დაუბრუნდა. 2. თითქმის ნახევარ სეზონიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, კარლეს პუიოლი ლონდონში თამაშს შესძლებს.

ოფიციალურად, გუნდში ერთადერთი ტრავმირებული გაბი მილიტოა, რომელიც ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ თამაშისას დაშავდა. ერთ თვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ლაზარეთი დატოვა ადრიანომ. მიუხედავად იმისა, რომ პუიოლი ფინალში თამაშისთვის მზადაა, ის მაინც განიცდის მცირე დისკომფორტს, რის გამოც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

გვარდიოლამ უკვე იცის, თუ ვის ათამაშებს ფინალში. გუნდი იდენტური იქნება 29 ნოემბერს, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ გამოსული საწყისი თერთმეტეულისა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა ჯანმრთელობამ მატჩის სრულად ჩატარების საშუალება არ მისცეს ფრანგ მცველს - ერიკ აბიდალს. ამ შემთხვევაში ცვლილებები განხორციელდება - მოედანზე შემოვა მასკერანო, ხოლო პუიოლი მარცხენა მცველის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ამგვარად გუნდი ლონდონში გაემგზავრება ისე, რომ თითოეულ პოზიციაზე თამაშის ორი კანდიდატი ეყოლება: მარჯვენა ფლანგზე ალვეში და ადრიანო. ფონტასი და მილიტო თეორიულად ცენტრალურ მცველებად მოიაზრებიან. მზადყოფნაშია მაქსველიც, თუ საჭირო გახდება მარცხენა მცველი. ცენტრში შესაძლოა ვიხილოთ ბუსკეტსი ან მასკერანო. თამაშისთვის მზად არიან კეიტა და ტიაგოც. ბოიანი, აფელაი და ხეფრენი მოიაზრებიან ვილიას, მესისა და პედროს შემცვლელებად. თამაშის შანსი შესაძლებელია, მარკ ბარტრასაც მიეცეს. კარს დაიცავს ვიქტორ ვალდესი.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.