მესი: ”მანჩესტერი” ჩვენი თამაშის ჩაშლას არ შეეცდება”

მესი: ”მანჩესტერი” ჩვენი თამაშის ჩაშლას არ შეეცდება”

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ აღნიშნა, რომ ძალიან მაღალ დონეზე აფასებს ”მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელთანაც კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ.

”დიდ პატივს ვცემ ფერგიუსონის სამუშაოს. უნდა იყო კარგი მწვრთნელი და გამოსარჩევი ადამიანი, რათა ერთიდაიმავე გუნდით წარმატებას მუდმივად მიაღწიო, მოიგო ტიტულები, მოიძიო ახალი ტალანტები და განავითარო სათამაშო სტილი. ”მანჩესტერ” იუნაიტედი” ძლიერი გუნდია. ისინი ჩვენი თამაშის ჩაშლას არ შეეცდებიან. ისინი საკუთარ ფეხბურთს ითამაშებენ.

ვფიქრობ გველოდება ფინალი, რომელზეც ყველა ოცნებობდა. ”მანჩესტერი” ხომ იმავე დონეზე იმყოფება, რომელზედაც ჩვენ. დარწმუნებული ვარ შესანიშნავი ფინალი იქნება. ინგლისში გოლი არასდროს გამიტანია? მოიცადეთ დავფიქრდე... დიახ, თქვენ მართალი ხართ. ამაზე არასდროს მიფიქრია. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა. ყველაფერს გავაკეთებ ”უემბლიზე” გოლის გასატანად. თქვენ მე მიცნობთ: თუკი ჩვენ ტიტულს მოვიგებთ მე არ დამაინტერესებს ვინ გაიტანს გოლს” - არგენტინელის სიტყვებს ”The Telegraph” ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.