ბარსელონა დორტმუნდს დესტისა და მონიეს გაცვლას სთავაზობს
"ბარსელონა" ჩავის სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას განაგრძობს, გუნდის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი სურვილი კი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა.
ცნობილია, რომ ჩავი სერჟინიო დესტს საერთოდ არ ენდობა. ის მარჯვენა ფლანგზე რონალდ არაუხოს ათამაშებს, მაგრამ კატალონიელ სპეციალისტს ურჩევნია, ურუგვაელი დაცვის ცენტრში გამოიყენოს. ჩავის განკარგულებაში სერჟი რობერტო რჩება, რომელიც იმ დონის მარჯვენა მცველი არაა, "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში რომ ხვდებოდეს.
"ბარსელონა" დიდი ხნის განმავლობაში სესარ ასპილიკუეტას დამატებას ცდილობდა, მაგრამ გამოცდილმა ესპანელმა საბოლოოდ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"ბლაუგრანა" მარჯვენა მცველის დამატებაზე ზრუნვას განაგრძობს და ერთ-ერთ ვარიანტად "დორტმუნდის" 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ტომას მონიე განიხილება.
"დორტმუნდი" მონიეში 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა "ბარსასთვის" ეს თანხა მიუღებელია. "დორტმუნდელთა" საფიქრალი ისაა, რომ გერმანელები მონიეს შემცვლელის მოძებნას ვერ მოახერხებენ. Sport-ის ცნობით "ბარსელონამ" გამოსავალს მიაგნო და დორტმუნდელებს სერჟინიო დესტის ტომას მონიეში პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]