"ბარსელონას” ფორმა ფინალში
სულ უფრო ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დაუპირისპირდნენ. მატჩი 28 მაისს, ლონდონის ”უემბლის” სტადიონზე გაიმართება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ”ბარსელონამ” პრეზენტაცია მოაწყო მომავალი სეზონის ფორმების. მოგვიანებით ს/კ ”ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ფოტოები, თუ როგორი ფორმით გამოვლენ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
მაისურს მარჯვენა მხარეს დატანებული ექნება ”უეფას” ლოგო, მარცხენა მხარეს კი სიტყვა ”Respect" - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ”ბარსას” ”მსოფლიო საკლუბო თასის ჩემპიონი” ეწერა.
ეს იქნება მეორე განსხვავებული და მემორიალური მაისური მიმდინარე სეზონის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელებს ოფიციალურისგან ოდნავ განსხვავებული ფორმა ეცვათ სამეფო თასის ფინალში, რომელიც აპრილში გაიმართა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]