ჟორდი კრუიფი: ბაიერნთან სათამაშოდ მზად ვართ

ჟორდი კრუიფი: ბაიერნთან სათამაშოდ მზად ვართ

"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა, ჟორდი კრუიფმა დღეს გამართული ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებისგან განსხვავებით "ბარსელონას" "ბაიერნთან" ტოლსწორად თამაში შეუძლია.

კარგია, რომ ლევანდოვსკი ჩვენ მხარესაა. მისთვის ეს თამაშები განსაკუთრებული იქნება. ბოლო სამ თუ ოთხ შეხვედრაში "ბაიერნის" 

წინააღმდეგ გაგვიჭირდა, მაგრამ მას შემდეგ გავძლიერდით და ახლა სხვა გუნდი ვართ. მზად ვართ, "ბაიერნს" დავუპირისპირდეთ.

იტალიურ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია, "ინტერი" კი საკმაოდ გაძლიერდა. ამ გუნდს ლუკაკუ დაუბრუნდა და მილანელებს ლაუტაროც ჰყავთ.

რაც შეეხება "პლზენს", ის ფიზიკურად ძლიერი გუნდია ხოლმე, რომელიც აქტიურ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდს პატივს ვცემთ.

- ციტირებს ჟორდი კრუიფის სიტყვებს Sport.

"ბარსელონას" ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის მეტოქეებთან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 აგვისტო 2022 10:29
    1
    ამან ჩავის დაასწრო კომენტარი? ეგება ის სხვანაირად ფიქრობს.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 25 აგვისტო 2022 23:03
    1
    რა სახე ჰქო და მასტს თითქოს მკვდრის ფერი დაედო, არადა ჩვეულებრივად შეგვიძლია გასვლა