ტერ შტეგენი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, დე იონგის პასუხი უცნობია

ტერ შტეგენი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, დე იონგის პასუხი უცნობია

"ბარსელონა" გუნდის ლიდერებთან ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ჟერარ პიკესა და სერხიო ბუსკეტსთან პროცესის შეჩერების შემდეგ, კლუბისთვის პრიორიტეტული მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან და ფრენკი დე იონგთან შეთანხმებაა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გერმანელი მეკარე ანაზღაურებას შეიმცირებს, რათა კლუბს დაეხმაროს. რაც შეეხება დე იონგს, "ბარსა" ნიდერლანდელს ხელფასის 35-40%-ით დაკლებას სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელის საბოლოო პასუხი უცნობია.

კატალონიელებს სახელფასო ხარჯების გამოთავისუფლება ახალი მოთამაშეების დამატებისა და დარეგისტრირებისთვის სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ორ დღეში იხურება, "ბარსასგან" აქტიურობას კვლავ ველით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 აგვისტო 2022 17:12
    1
    ძლივს ავთამაშდიო შტეგომ და ეხლა ამ ლაპარაკით ფორმას ისევ ნუ დამაკარგინებთო.
    ფანი [?]
    #2 28 აგვისტო 2022 23:52
    2
    იმედია გუნდის სასარგებლოდ სობოლოოდ გადაწყდება ეს პრობლემა. უმტკივნეულოდ არ მოგვარდა, რადგან საქმე დიდ ფულს ეხება, თუმცა რას ვიზამთ.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 28 აგვისტო 2022 23:34
    4
    შტეგო პრაიმს უბრუნდება რაც ძალიან მაგარი ამბავია