უარი ინტერს - მარკოს ალონსო ბარსელონას ელოდება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ინტერმა" მარკოს ალონსოს შეძენა ცადა, მაგრამ უარი მიიღო.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, მილანურ კლუბს ალონსო რობინ გოსენსის შემცვლელად სურდა, რომელიც "ბაიერ ლევერკუზენში" გადასვლასთან ახლოსაა. მაგრამ, პასუხი ნათელი იყო: მარკოსი მხოლოდ "ბარსელონას" ელოდება.
ესპანელმა მარცხენა მცველმა "ბარსასთან" 3-წლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ აპრილში შეათანხმა.
კატალონიური პრესის ცნობით, ალონსო, დიდი ალბათობით, ბარსელონაში დღეს ჩამოვა. ის მზადაა, პირველ წელს ხელფასი შეიმციროს, რათა კლუბის სახელფასო სტრუქტურას მოერგოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]