ბარსელონა დესტის მისივე თანამემამულით შეცვლას გეგმავს
"ბარსელონამ" სერჟინიო "მილანის" გზაზე დამდგარი სერჟინიო დესტი, შესაძლოა, მისივე თანამემამულე ხულიან არაუხოთი შეცვალოს. ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტები, ჟერარ რომერო და ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.
რომერომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" აქამდე უცნობი მარჯვენა მცველის დამატებას გეგმავდა და კლუბს ამ ფეხბურთელის "ბარსა ატლეტიკში" დარეგისტრირება შეეძლებოდა. მალევე გაირკვა, რომ საუბარი "ლოს ანჯელეს გელექსის" 21 წლის ამერიკელ ფეხბურთელზე, ხულიან არაუხოზეა.
ინფორმაციას ადასტურებს ფაბრიციო რომანოც, რომლის თქმითაც "ბარსა" არაუხოს ერთ-ერთ ვარიანტად ნამდვილად განიხილავს.
ხულიან არაუხო ჯერ 21 წლისაა, მაგრამ მას "გელექსიში" უკვე 98 თამაში აქვს ჩატარებული, ამერიკის ნაკრების მაისური კი 3-ჯერ მოურგია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]