სერჟინიო დესტი მილანში მიფრინავს

სერჟინიო დესტი მილანში მიფრინავს

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბლაუგრანას" ტოვებს და "მილანში" გადადის.

ახლახან 21 წლის ფეხბურთელი ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს. COPE-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობით, ამერიკელი მილანში მიემგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დესტი "მილანს" ერთწლიანი იჯარით მიაშურებს. სეზონის ბოლოს იტალიურ კლუბს მისი 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 სექტემბერი 2022 16:14
    1
    გამოსყიდვის უფლება ექნება რომელსაც არ გამოიყენებს, ნეტავ რამე მაინც ისწავლოს ამან იქ და დაბრუნებული მაინც გამოგვადგეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 სექტემბერი 2022 12:13
    1
    რახიტი ეძახე და კი ითამაშა აიაქსი ბარსა მილანში