რაფინია: გოლი ჩემს ცოლს მივუძღვენი, რომელიც მხარს ძალიან მიჭერს
ცოტა ხნის წინ დასრულდა "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გამართული შეხვედრა, რომელიც კატალონიელებმა 3-0 მოიგეს.
რაფინიამ "ბარსას" მაისურით სადებიუტო გოლი სწორედ ამ მატჩში გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ჟურნალისტებთან საუბრობს:
რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენმა სათამაშო სტილმა ყველაფერი გადაწყვიტა. "ბარსელონას" ბურთი მუდმივად უნდა ჰქონდეს და თუ ასეა, ბევრი გოლის გატანა შეგვიძლია.
მოგებით ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. პირადად მეც ძალიან ბედნიერი ვარ, თანაგუნდელები ადაპტაციის გავლაში ძალიან მეხმარებიან.
გოლი ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით ცოლს მივუძღვენი, რომელიც მხარს ძალიან მიჭერს.
დემბელესა და ლევანდოვსკისთან თამაში მარტივია. ადრე მათ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი ერთად ვთამაშობთ და ვხედავ, რა დონეზე არიან.
ვფიქრობ, ფანები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. შესანიშნავი გუნდი გვყავს და წინ დიდებული სეზონი გველოდება.
სიმართლე გითხრათ, აქამდე ჩემს კარიერაში თავით გატანილი გოლი არ მახსენდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]