ერიკ გარსია: გოლით ძალიან ბედნიერი ვარ
ერიკ გარსია "ბარსელონას" გასულ სეზონში შეუერთდა, მაგრამ მან სადებიუტო გოლი დღეს გაიტანა.
21 წლის მცველმა "სევილიასთან" მატჩში ანგარიში 3-0 გახადა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
კატალონიელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა:
შესანიშნავად ვარ, ტრავმა არ მიმიღია.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე და მინდა, ასე გავაგრძელო.
გასახდელ ოთახში ხუმრობდნენ, რომ ვერასდროს გავიტანდი, მაგრამ ახლა ეს მოვახერხე.
თავიდან, მეგონა, თამაშგარე იყო, მაგრამ მსაჯმა ალამი არ აწია და ძალიან გამიხარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კარგი განწყობით მოვიგეთ.
ჩავის სიტყვები თავს კარგად მაგრძნობინებს. ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
გუნდში დიდი კონკურენციაა და მესმის, რომ პროგრესი ჯერ კიდევ მმართებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]