ერიკ გარსია: ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი

ერიკ გარსია: ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი

ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ერიკ გარსიამ, რომელიც "ბარსელონას" ახალახან შეუერთდა, კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

კულეებო, ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. გაუმარჯოს "ბარსას"!

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და არაფრის მეშინია.

- აცხადებს გარსია.

20 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

ესპანელი მოთამაშე "ბარსას" სკოლის აღზრდილია. გარსია "ლა მასიაში" 2008-2017 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც იგი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. ერიკი მშობლიურ გუნდს ინგლისში გატარებული 4 წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაუბრუნდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 1 ივნისი 2021 22:35
    0
    400 მილიონიო :დ 100 მილიონად არ გაყიდიან? :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 ივნისი 2021 15:41
    0
    მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება...
    ეს ამბავი ქართულ ანეგდოტს გავს: "მდუღარეზე პირდათუთქული, თხლეს უბერავდაო"
    რახან ნეიმარზე სულ რაღაც 222 მილიონი გვედო და გამოისყიდა პსჟ-მ, ახლა გვგონია რომ ეს რო მოუნდეთ ძალიან დიდ ფულს შემოგვთავაზებენ? და ესენი 400-ზე ნაკლებად არ გაუშვებენ?
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #7 1 ივნისი 2021 14:11
    0
    აბა შენ იცი!
    უნდა გაამართლო, თუ არა და, ბარსამანიელები იმდენს "მოგიკითხავენ", რომ სლოკინით დაგეღლება გული!!!
    joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივნისი 2021 13:38
    0
    კარგია სახლში დაბრუნება, წარმატებებს გისურვებ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 ივნისი 2021 12:56
    1
    იმედია მაქსიმუმს ითამაშებ კონკურენცია კი გექნება დიდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 1 ივნისი 2021 12:25
    1
    მაქსიმუმი უნდა დადო და ბოლომდე განვითარდე. თუ არადა როგორც მოხვედი ისევე წახვალ ბედნიერი.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ჯორჯ
    სტუმარი [?]
    #3 1 ივნისი 2021 12:07
    2
    ნეტა ლენგლე და უმტიტი გაყიდონ და ბოტმანი იყიდონ ფიზიკურად ძლიერია და ახლაგაზრდაა
    Culé [?]
    #2 1 ივნისი 2021 12:04
    1
    მარტო გარსია არ კმარა. იქნება ლენგლეც გააგდონ და წესიერი ვინმე მოიყვანონ. ემერსონი მოსულია უკვე ფაქტობრივად. დაცვა უნდა შეიცვალოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ივნისი 2021 11:54
    2
    ერთი შენ არ გაგიმართლებია და მერე ნახე იქნები ბედნიერი თუ არა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"