ჩემპიონთა ლიგა - პლზენის მოგება, ინტერისა და ბაიერნის წარუმატებლობა
შემდეგ კვირაში ჩემპიონთა ლიგა იწყება. სიკვდილის ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად "ბარსელონა" ლიგას ოპტიმისტურად ხვდება.
თვალი გადავავლოთ, როგორ ითამაშეს "ბარსელონას" ჯგუფის წევრებმა ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე.
ბაიერნი
ჯგუფის ფავორიტი "ბაიერნია", რომელსაც ბოლო დროს საქმეები ისე ნამდვილად არ მისდის, როგორც მიჩვეულია. მიუნხენურმა გუნდმა ქულები ბუნდესლიგის ზედიზედ 2 თამაშში დაკარგა და 5 ტურის შემდეგ "უნიონ ბერლინთან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. სწორედ "უნიონთან" ითამაშა"ბაიერნმა" გუშინ სტუმრად ანგარიშით 1-1.
ინტერი
პირველ ტურში "ბაიერნის" მეტოქე "ინტერი" იქნება, რომელსაც ასევე წარუმატებელი თამაში ჰქონდა. "ნერაძური" მილანურ დერბიში ანგარიშით 2-3 დამარცხდა. ეს "ინტერისთვის" 5 ტურში უკვე მე-2 მარცხია.
პლზენი
"ბარსას" მეტოქეებიდან ერთადერთი, რომელმაც მოგება მოახერხა, ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერი "პლზენია". ჩეხურ გუნდს "ლიბერეცთან" რთული გასვლა ჰქონდა, რომელიც 1-0 მოიგო. 6 ტურის შემდეგ 5 მოგებითა და 1 ფრით ჩეხეთის ჩემპიონატს სწორედ "პლზენი" ლიდერობს.
ჩემპიონთა ლიგაზე ამ ჯგუფის თამაშები 7 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. "ბარსა" "პლზენს" უმასპინძლებს, ხოლო "ინტერი" "ბაიერნს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]