პაბლო ტორე - უკან მომავალში
"ბარსელონას" ახალგაზრდა ახალწვეული პაბლო ტორე უცნაურ სიტუაციაშია.
გასულ სეზონში ტორე "რასინგში" თამაშობდა. ესპანელი ნახევარმცველი სანტანდერულ გუნდს მესამიდან მეორე დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, შემდეგ უკეთეს გუნდში გადავიდა, მაგრამ ახლა თამაში ისევ მე-3 დივიზიონში უწევს.
როდესაც პაბლო ტორე "ბარსელონაში" გადმოდიოდა, იყო მოლოდინი, რომ პირველ გუნდში გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა და თუ ჩავის კომენტარებით ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალშიც არაა დიდად მოსალოდნელი.
პაბლო ტორე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ თამაშით "ბარსა ატლეტიკში", ისევ მე-3 დივიზიონში ითამაშებს. არადა ახლა იმ ასაკშია, მაღალ დონეზე თამაში ჭირდება. ძალიან პატარაც აღარაა - გავიზე უფროსია.
გავრცელებული ინფორმაციით პაბლო ტორეს ისევ "რასინგში" იჯარით გაშვების ვარიანტი განიხილებოდა და ჩავი ამ იდეის მომხრე იყო, მაგრამ გარიგებაზე უარი მატეუ ალემანიმ თქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]