ჩავის და კუნდეს პრესკონფერენცია პლზენთან მატჩის წინ

ჩავის და კუნდეს პრესკონფერენცია პლზენთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე "ბარსელონა" პლზენის "ვიტორიასთან" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს.

"კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის წინ ჟიულ კუნდემ და ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჟიულ კუნდე

ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, კარგ დინამიკაში ვიმყოფებით და ხვალინდელი მატჩის მოგებაზე ვართ ფოკუსირებულნი.

მე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში მირჩევნია, თუმცა განაპირა მცველად თამაში პრობლემა არაა.

პიკე ძალიან კონკურენტუნარიანი პიროვნებაა, დარწმუნებული ვარ, ის სეზონის განმავლობაში აუცილებლად ითამაშებს. ჟერარი, როგორც კაპიტანი, ასევე ძალიან გვეხმარება. მასზე საკუთარი კარიერა მეტყველებს. პიკე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ვიცოდი, რომ გუნდი დამარეგისტრირებდა, ამიტომ იმ მატჩებს, რომლებშიც თამაში ვერ მოვახერხე, მშვიდად შევხვდი.

ჩავი ჩემგან განსხვავებულ უნარებს ითხოვს. მე პოზიციურ თამაშსა და შეტევაში მონაწილეობა მომწონს, ის კი მთხოვს, გუნდს რიცხობრივი უპირატესობის მიღწევაში დავეხმარო და აქტიური პრესინგი ვითამაშო.

"სევილიაში" კაფუს მეძახდნენ, რადგან იქ შეტევაში წასვლის თავისუფლება მქონდა, ჩემს პოზიციაზე კი საყრდენი რჩებოდა. ეს მეტსახელი დიეგო კარლოსმა და ფერნანდომ შემარქვეს.

"ბარსელონა" ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ისინი სხვების აღფრთოვანებას მაინც ახერხებენ. ჩავიმ ნდობა გამომიცხადა და გადაწყვეტილებაც მარტივი იყო, "ბარსა" ისაა, რასაც ვეძებდი.

არაუხოსა და ერიკ გარსიას დონით გაკვირვებული არ ვყოფილვარ. ფეხბურთს თვალს აქტიურად ვადევნებ და მათ შესახებ უკვე ვიცოდი. ერთმანეთს კარგად ვეწყობით, ბევრს ვსაუბრობთ. ჩვენ ისე ვიმუშავებთ, რომ გუნდმა ყველაფრისთვის ბრძოლა შეძლოს.

ძალიან კონკურენტუნარიან და რთულ ჯგუფში მოვხვდით. მე ძალიან მონდომებული ვარ.

ჩავი ერნანდესი

ეს ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენ ვეთამაშებით მეტოქეს, რომელსაც დასაკარგი არაფერი არ აქვს. რთული თამაში იქნება.

გვინდა, რომ ურთულეს ჯგუფში ასპარეზობა კარგად დავიწყოთ.

ამ ეტპაზე, ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, შემდეგ - შევხედავთ. ოცნება უფასოა, რატომ არ შეგვიძლია ამ ტურნირის მოგება?!

პიანიჩმა წასვლა გადაწყვიტა, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა და სათამაშო დრო მიიღოს. ის დიდებული პროფესიონალია, ყველას თავისი გზა აქვს.

პაბლო ტორეზე იმედებს ვამყარებ. ის ხვალისთვის განაცხადშია, შესაძლოა, ითამაშოს.

როტაციები იქნება. კალენდარი ძალიან მკაცრია და ფეხბურთელემა უნდა დაისვენონ. ზოგი ფეხბურთელი გადაიღალა, ზოგს დისკომფორტი აქვს, "სევილიასთან" ომი გვქონდა. ჩვენ ღრმა შემადგენლობა გვყავს და როტაციებს უნდა მივმართოთ. 

ალონსოსა და ბელერინს დიდი ხანია, არ უთამაშიათ და შედარებით მეტი ფიზიკური მომზადება სჭირდებათ. ისინი შაბათს თამაშს შეძლებენ.

ჩემი მოსვლის შემდეგ გუნდი ბევრად გაუმჯობესდა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ჩვენს წარმატებას შედეგები განსაზღვრავს. 

გვარდიოლასა და ლუის ენრიკესგან ბევრი ვისწავლე. მათ მსოფლიოს საუკეთესო ხუთ მწვრთნელს შორის მოვიაზრებ. მე ბურთის კონტროლი მირჩევნია, მაგრამ თუ მეტოქე სივრცეს გაძლევს, ამით უნდა ისარგებლო. ამას გვარდიოლასთან ერთადაც ვაკეთებდით. გაიხსენეთ ანრის გოლი "რეალის" კარში (6-2).

ქუჩებში ენთუზიაზმს ვგრძნობ, ვხედავ, რომ ხალხი კმაყოფილია, ბევრი მაისური იყიდება. ეს ძალიან დადებითი მოვლენაა.

ანსუს ვესაუბრე და ის მზადაა, რომ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს.

კესიე დაგვეხმარება. ის ითამაშებს და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს. ფრანკი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, მაგრამ ჩვენს დახმარებას შეძლებს.

პირველივე დღიდან ვამჩნევ, რომ დემბელე ბედნიერი, კმაყოფილი და მონდომებულია. ჩემთვის ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უსმანის დარჩენა მე დავიჟინე. დემბელეს ბედნიერების ნაწილი მეც ვარ, მაგრამ მისი აზრი მე არ შემიცვლია, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო.

შეგვიძლია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩვენ ვიბრძოლებთ. მოგება რომ არ მსურდეს, სახლში დავრჩებოდი. რთულია იმის თქმა, ფავორიტები ვართ თუ არა, რადგან გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე ვასპარეზობდით, ახლა კი - ჩემპიონთა ლიგაზე. თავმდაბლები უნდა ვიყოთ.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ფეხბურთელებმა საკუთარი დონე უნდა დაამტკიცონ. შეიძლება, ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს, ხვალ კი თამაში წავაგოთ. ეს სეზონის ბოლოს უნდა მკითხოთ.

ითამაშებენ თუ არა ალბა და პიკე? შესაძლოა, ითამაშონ. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მათ შანსი სხვა დროს მიეცემათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 სექტემბერი 2022 18:27
    1
    პლზენთან ცვლილებებს უნდა ველოდოთ.არაუხო და გავი უნდა დაასვენოს და კესი ათამაშოს აუცილებლად.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 6 სექტემბერი 2022 17:59
    3
    კუნდე დარჩი ბიძიკო შენ მარჯვნივ და იბატონებ ყოველთვის მარჯვენა ფლანგზე (მშვენივრად გამოდის ამ კაცს მარჯვენა მცველობა). ცენტრში გარსიამაც მოიხოდა და უმატებს ყველა თამაშიდან თამაშამდე ყოველთვის. კუნდე რაფინია იმენა მკვლელი მარჯვენა ფრთაა. იქეთ ბალდე დემბოც ძაან მხეცია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 სექტემბერი 2022 15:55
    3
    გუნდს შეხედავ და იტყვი ამ გუნდს მეც რომ ჩავუდგე სათავეში მეც მოვიგებ ლიგას და ლა ლიგას. მაგრამ სინამდვილეში ასე არაა ამ გუნდს რომ კუმანი ჰყოლოდა ისევ იგივე მოხდებოდა ვალეკანოებთან და მასეთ გუნდებთან წავაგებდით. ასეთ გუნდს ძლიერი მენტალიტეტის,ტაქტიკურად გუნდზე მორგებული და ჭკვიანი მწვრთნელი ჭირდება და ყავს კიდეც ჩავი.
    Ko Ke
    სტუმარი [?]
    #3 6 სექტემბერი 2022 15:45
    0
    Ძაან მაგარი გუნდში შეიკრა და როგორც მინიმუმ შვიდეულში ვართ ფავორიტების
    Culé [?]
    #2 6 სექტემბერი 2022 14:47
    14
    კუნდე ძაან მაგარი გვყავს არაუხოსთან ერთად სასწაულ დუეტს კრავს. იმედია არცერთი დაიტრავმება
    მთელი სეზონი ამის ტრანსფერს ვითხოვდით რაც ამაგ გვტანჯა დდ კი ღირდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 სექტემბერი 2022 14:44
    3
    კაროჩე ჟერარსაც არაუშავსო?