პაბლო ტორე: ბარსელონას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, პაბლო ტორე, რომელსაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, კომენტარს აკეთებს:
"ბარსელონას" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, თუ საუკეთესო არა.
ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როცა გოლები გაგვქონდა, მეგონა, მოედანზე შევიდოდი. ჩავიმ მითხრა, რომ შევსულიყავი და სიამოვნება მიმეღო.
მინდა, მწვრთნელს მადლობა გადავუხადო. როცა "ბარსაში" ხარ, მარტივი არაა, ახალგაზრდას ენდო.
არ ვიცი, ფურცელზე რა ეწერა - ის უბრალოდ ფერან ტორესს მივეცი.
"პლზენთან" 5-1 მოგებულ მატჩში ტორემ მოედანზე 9 წუთი გაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]