სეზონი ნაწილობრივ დასრულდა

სეზონი ნაწილობრივ დასრულდა

 ესპანეთში დასრულდა 2010-2011 წლების სეზონი, თუმცა წლის უმთავრესი მატჩი ჯერ კიდევ წინაა. არ აქვს მნიშნელობა თუ რა შედეგი დაფიქსირდება "ვემბლიზე", ნებისმიერ შემთხვევაში სეზონი წარმატებულად შეიძლება ჩაითავალოს. როგორც ვიცით, კატალონიური კლუბი უკვე ზედიზედ მესამედ არ უთმობს არავის "ლა ლიგის" ტიტულს. სეზონის დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ ეს წელი ძალიან დაძაბული იქნებოდა და მეტ-ნაკლებად ეს ვარაუდი გამართლდა. ინტრიგამ მეორე კლასიკოს შემდეგაც გააგრძელა არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ 8 ქულიანი სხვაობა არ შემცირებულა. სეზონი ასევე წარმატებული გამოდგა კლუბის მეკარესთვის. ვიქტორ ვალდესმა "ზამორას" პრიზი კიდევ ერთხელ მოიპოვა.

 პეპ გვარდიოლას მიერ დარიგებული 28 ფეხბურთელი უამრავი კრიტერიუმის მიხედვით იქნა შეფასებული. ბრაზილიელი დანი ალვესი გამოდგა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე დიდი ხანი დაჰყო მინდორზე, 2901 წუთი მაქსიმალური 3420 წუთიდან, რაც 84.8%-ის ტოლფასია. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად ვიქტორ ვალდესმა(2880 წუთი) და ლეო მესიმ(2859 წუთი) გაინაწილეს.

 გოლეადორებს შორის მესის კონკურენტი არ ჰყავს. არგენტინელმა 31-ჯერ შეძლო მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრა. ახალწვეული დავიდ ვილა მეორე ადგილზე გავიდა 18 გოლით. პედრო როდრიგესმა კი 13 გოლის წყალობით მესამე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში კლუბის 15-მა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა.

 რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს, კატალონიელებმა 100%-ით გამოიყენეს ისინი. ლეო მესიმ 4-ჯერ გაიტანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ხოლო ესპანელმა ბოიან კრკიჩმა ბოლო ტურში შეძლო გოლის გატანა. ვიქტორ ვალდესმა 4-დან 3 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო, ხოლო პინტომ 2-დან 2 გაუშვა. 

 ეჭვგარეშეა, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი პირველი "ელ ლკასიკო" იყო, რომელშიც კატალონიელებმა პირწმინდად დაჯაბნეს მოწინააღმდეგეთა გუნდი. ამ გამარჯვებით კატალონიელები ორი ქულით დაწინაურდნენ "ლა ლიგის" ტურნირში. მომდევნო ტურებში ქულათა სხვაობა არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ წინ მუდამ "ბარსელონა" იყო. მაქსიმალური ქულათა სხვაობა ამ ორ კლუბს შორის 8 ქულა დაფიქსირდა.

 ეს კატალონიელებისთვის 21-ე ლა ლიგის ტიტული გამოდგა. უკვე ზუსტად 2 წელი და 6 დღე, ანუ 736 დღეა რაც ამ ტიტულს მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა" ფლობს.

სეზონი ნაწილობრივ დასრულდა

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.