ნახევარი სეზონი წინაა

ნახევარი სეზონი წინაა

ამ ვიკენდზე დასრულდა ლა ლიგის პირველი წრე და "ბარსელონამ" შესაძლო 57 ქულიდან 44 დააგროვა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ მადრიდს "რეალს". გუნდმა 13 გამარჯვება იზეიმა, 5-ჯერ მეტოქეს დაუზავდა და ერთადერთხელ დამარცხდა, გაუშვა რა 12 გოლი, 59-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი. "კამპ ნოუზე" გუნდმა შესაძლო 10-დან 9 შეხვედრა მოიგო, ერთადერთ მატჩში ფრე გააგორა, გაიტანა 43 გოლი და გაუშვა მხოლოდ 2.

 

გუნდს არცთუ კარგი შედეგი აქვს გასვლით მატჩებში. მათი პირველი შედეგიანი გაბრძოლება გახლდათ "სანტიაგო ბერნაბეუზე". "ლურჯ-ბროწეულისფერები" ზედიზედ მეოთხე სეზონია ქულების მაქსიმალური რაოდენობით ბრუნდებიან მადრიდიდან. მათ მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს.

 

ვალდესმა და მესიმ ყველაზე მეტი დრო გაატარეს მოედანზე

 

ვიქტორ ვალდესი და ლიონელ მესი გახლავთ ფეხბურთელები, რომლებმაც ლა ლიგის ცხრამეტივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა. მეკარე მთელი დროის განმავლობაში მოედანზე გახლდათ (1710 წუთი), არგენტინელმა კი 1649 წუთი დაჰყო სტადიონზე. მათ მოსდევენ  დანი ალვესი 1539 წუთით (18 მატჩი), ერიკ აბიდალი 1386 წუთითა (17 მატჩი) და ჩავი ერნანდესი 1341 წუთით (ასევე 17 შეხვედრა).

 

მესის რეკორდი

 

ლიონელ მესი გატანილი გოლების რაოდენობით პირველია გუნდში და მან გაიმეორა სესარ როდრიგესის რეკორდი, რომელმაც 1950/51 წლებში 22 გოლი გაიტანა. მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ერთი გოლით ჩამორჩება კრისტიანო რონალდოს. "ბარსელონაში" ბომბარდირთა დავაში ლეოს შემდეგ ლიდერობს სესკ ფაბრეგასი (9 გოლი). მას მოსდევენ ალექსის სანჩესი (7), დავიდ ვილია (5) და ჩავი ერნანდესი (5).

 

პიკეს "გაყვითლებული" პირველი წრე

 

ამდენი ხნის განმავლობაში "ბარსელონას" არცერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი არ მიუღია. მხოლოდ პიკემ მიიღო დისკვალიფიკაცია ექვსი ყვითელი ბარათის გამო. ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსს 4-4 ბარათი აქვთ, მასკერანოს, ფაბრეგასსა და ალვეშს კი 3-3.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.