უცნაური მიზეზი, რომლის გამოც ლევანდოვსკის ბლექბერნში ტრანსფერი ჩაიშალა
ვეტერანი პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დღეს "ბარსელონას" მთავარი ვარსკვლავი, ბოლო წლებში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ლევანდოვსკი საფეხბურთო სამყარომ "დორტმუნდში" თამაშის დროს გაიცნო, სადაც ის 2010 წელს გადავიდა. თუმცა რომ არა შემთხვევითობა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა პოლონელის კარიერა.
2010 წელს, როდესაც ლევანდოვსკი ჯერ კიდევ პოლონურ "ლეხ პოზნანში" თამაშობდა, ის "ბლექბერნ როვერსში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. რობერტი ინგლისში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ისლანდიური ვულკანის, ეიაფიადლაიეკულის ამოფრქვევამ მას გეგმები ჩაუშალა.
ეს სწორედ ის ვულკანია, "ბარსელონას" გულშემატკივრებს რომ ცუდად გვახსოვს. 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსას" "ინტერთან" სტუმრად თამაში უწევდა და ევროპის თავზე არსებული ფერფლის გამო კატალონიელებს მილანამდე ავტობუსით მგზავრობა მოუხდათ, რაც მათ თამაშზეც აისახა და საბოლოოდ პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალს მიღმა დარჩა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]