მემფის დეპაი ალაპარაკდა: სასტარტოდან 2-ჯერ დაწყება საკმარისი არაა!
რამდენიმე დღის წინ მედიაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - ჩავი ერნანდესი ფეხბურთელებს უბიძგებს, ჟურნალისტებთან ხშირად ისაუბრონ და გულწრფელები იყვნენო. შემდეგ კი ჩავი ყველა ამ ინტერვიუს ყურადღებით ეცნობა. ის ფაქტი, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს ბოლო დროს ჟურნალისტებთან ხმამაღლა საუბრის არ ერიდებათ, გვაფიქრებინებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.
მორიგი ასეთი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, როდესაც თავისი მდგომარეობით უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა მემფის დეპაიმ. ნიდერლანდელი შემტევი "ბლაუგრანაში" მიღებული სათამაშო დროითაა უკმაყოფილო.
ეროვნულ ნაკრებში მყოფმა დეპაიმ ESPN-თან საუბრისას რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
რა თქმა უნდა, ამ სანაკრებო პაუზას მოუთმენლად ველოდი და შეგიძლიათ, მიხვდეთ, რატომაც. ჩვეულებრივზე ცოტას ვთამაშობ და ასეთი სიტუაცია ჩემთვის უცხოა. თუმცა იცი, რომ ნაკრებში თამაში მოგიწევს და ჰიპერ-მოტივირებული ვარ.
ლა ლიგაში თამაში ძირითადიდან მხოლოდ ორჯერ დავიწყე და ეს საკმარისი არაა. მე-60 წუთზე შემცვალეს, მაგრამ მე მეტი მინდოდა. თამაშის ბოლო 25 წუთში მეტი სივრცე ჩნდება, მე ენერგია მაქვს და მინდა, ამით ვისარგებლო.
სხვა გუნდები ჩემით დაინტერესდნენ და ვარიანტები განვიხილე. საბოლოოდ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და "ბარსაში" ჩემი შანსისთვის მებრძოლა. გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი ობამეიანგთან ერთად. კონკურენცია მიყვარს და არსად გავრბივარ. "ბარსაში" ყოფნა მიყვარს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]