"არსენალი" მზადაა, რომ სესკი გაყიდოს
დღეს Mirror–მა გაავცრელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "არსენალი" მზადაა შეელიოს თავის კაპიტანს – ფრანცესკ ფაბრეგასს. სატრანსფერო თანხა 57 მილიონი ევრო იქნება.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს არსენ ვენგერმა ვეტო დაადო სესკ ფაბრეგასის ტრანსფერს და კაპიტანს გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენა სთხოვა. მიმდინარე წელს "არსენალი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა სეზონი ისე დასრულდა, რომ მათ ვერცერთი თასი ვერ მოიგეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, "მეთოფები" უკვე დარწმუნდნენ, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო – დროა "ბარსას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი სოლიდურ ფასში გაიყიდოს და მის ნაცვლად გუნდში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები მოვიდნენ.
ფაბრეგასის ტრანსფერი წერტილს დაუსვამს თითქმის ოთხ წლიან გაუგებრობას, რომელიც კატალონიელი ფეხბურთელის ირგვლივ სუფევს.
ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონელები ფაბრეგასის გარდა კლიშისა და ნასრის გაყიდვასაც გეგმავენ. აღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვით მიღებული თანხით კი "მეთოფები" გოტზეს, სკოტ პარკერისა და კარიმ ბენზემას შეძენას შეეცდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]