ბარსელონელების დღევანდელი სანაკრებო განრიგი

ბარსელონელების დღევანდელი სანაკრებო განრიგი

დღეს, სექტემბრის სანაკრებო პაუზის მეოთხე დღეს მოედანზე 6 "ბარსელონელი" უნდა გვეხილა, მაგრამ ბედის უკუღმართობით ისე მოხდა, რომ დიდი ალბათობით მხოლოდ ორს, მაქსიმუმ კი სამს ვიხილავთ.

ტრავმირებულმა ჟიულ კუნდემ, მემფის დეპაიმ და ფრენკი დე იონგმა ნაკრებები უკვე დატოვეს. დიდი ალბათობით დღეს ვერც უსმან დემბელე ითამაშებს, რომელსაც დისკომფორტი აწუხებს. გვრჩება რობერტ ლევანდოვსკი და ანდრეას კრისტენსენი. სამივე გუნდისთვის დღეს მნიშვნელოვანი თამაშია. დანია ჯგუფის მოგებისთვის იბრძვის და ამისთვის დღეს გამარჯვება და ხორვატიის ვერმოგება ჭირდება. იმავე მატჩში მოგება ჭირდება საფრანგეთსაც იმისათვის, რომ A ლიგაში ადგილი გარანტირებულად შეინარჩუნოს. პოლონეთიც ლიგაში დარჩენას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად დღეს არწაგება ყოფნის.

დანია-საფრანგეთი

ანდრეას კრისენტენი vs უსმან დემბელე

22:45, სილს სპორტ 1

უელსი-პოლონეთი

რობერტ ლევანდოვსკი

22:45, სილქ სპორტ 2

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 სექტემბერი 2022 20:08
    0
    რაში გვაინტერესებს პოლონეთის და დანიის ნაკრებები, ფეხბურთელები გამოუშვან დროზე სანამ ეგენიც არ დაიტრამვენ. მოიგონა ამ უეფა-მაც ახალი გათამაშება ვითომ სხვები არ ყოფნიდათ. ვეღარ ასწრებენ საწყალი ფეხბურთელები დასვენებას, მალე ალბათ კვირაში ორჯერ კი არა ყოველდღე ათამაშებენ.
    [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 14:03
    0
    ლევა დაასვენეთ თქვე არასწორებო