ჩავი ბარსელონას სუბიმენდისთან მოლაპარაკებების დაჩქარებას სთხოვს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი კლუბისგან ითხოვს, მარტინ სუბიმენდისთან მოლაპარაკებები დააჩქაროს.
ცნობილია, რომ სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად "ბარსელონამ" მარტინ სუბიმენდი შეარჩია. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ თუ "ბლაუგრანა" არ იჩქარებს, დიდი შანსია, გაიზარდოს.
Sport-ის ცნობით "რეალ სოსიედადი" 23 წლის ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, მომატებული ხელფასითა და 90 მილიონ ევრომდე გაზრდილი გამოსასყიდი თანხით. თავდაპირველი ცნობებით სუბიმენდი "სოსიედადთან" ხელშეკრულების გახანგრძლივების იდეით დიდად მოხიბლული არ იყო, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია და ის ამ საკითხს განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ჩავიმ გაიგო, რომ "რეალ სოსიედადი" სუბიმენდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, მან კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაჩქარების თხოვნით მიმართა. "ბლაუგრანას" დამრიგებელი ხვდება, რომ "ბარსას" ფეხბურთელში 90 მილიონი ევროს გადახდა ძალიან გაუჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]