სილვინიო:"ბარსას" და "მანჩესტერს" თანაბარი შანსები აქვთ"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა სილვინიომ Sport.es–თან ინტერვიუში ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა" და მანჩესტერ იუნაიტედი" ითამაშებენ. სილვინიოს თქმით ამ წყვილში ფავორიტი არ არის და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს:
" მე თუ ემოციებს ავყვები და ისე ვისაუბრებ, ვიტყვი რომ ჩემპიონთა ლიგას "ბარსა" მოიგებს. თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ამ წყვილში ფავორიტი არ არის და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონას" შემადგენლობაში უფრო მეტი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლია," დაასრულა სილვინიომ.
ცნობისთვის სილვინიომ "ბლაუგრანასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 2006 და 2009 წლებში მოიგო და 2009 წელს სწორედ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ითამაშა მარცხენა ფლანგზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]