რეალ მადრიდის ყოფილი პრეზიდენტი: ბარსელონას კლასიკოში შარშანდელივით მოგება შეუძლია

რეალ მადრიდის ყოფილი პრეზიდენტი: ბარსელონას კლასიკოში შარშანდელივით მოგება შეუძლია

  • თამაშის დრო: კვირა, 16 ოქტომბერი, 18:15

"რეალ მადრიდის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" საუბრობს.

"ბარსას" დიდებული გუნდი ჰყავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი მომავალი აქვთ, ლევანდოვსკი კი გუნდს გამოცდილებას მატებს. ის არის თავდამსხმელი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.
ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ "ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. ეს ამ ორ გუნდს საუკეთესოს ხდის.
"ბარსა" ახალი პროექტია და მარტივი არაა, ყველა ნაწილი რამდენიმე თვეში ერთმანეთთან იდეალურად შეერთდეს. თუმცა "ბლაუგრანას" უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდს სწორი რეაგირება შეუძლია. "ბარსას" მშვენიერი გუნდი ჰყავს და მას შეუძლია, "რეალ მადრიდთან' იდეალურად მოიგოს, როგორც ეს გასულ სეზონში გააკეთა.
ლაპორტასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგი პრეზიდენტია. წარსულში ის ძალიან კარგად მუშაობდა. ლაპორტა ჭკვიანი ადამიანია და მან ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს მსოფლიო ფეხბურთი.
დარწმუნებული ვარ, ლაპორტა "ბარსელონაში" სიტუაციის შემობრუნებას შეძლებს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც მან გააკეთა, კლუბისთვის საუკეთესო გზა იყო.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ოქტომბერი 2022 16:55
    0
    ეს ალბათ პერესის ოპოზიციაშია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2022 20:28
    1
    ბარსელონას კლასიკოში შარშანდელივით მოგება შეუძლია..
    =========
    wink wink როგორც ამბობენ "შენს პირს შაქარიო" და მარმელადსაც მოვაყოლებთ კულეები..::დდდდდ
    ფანი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2022 16:27
    5
    დასაფასებელი სიტყვებია + სრული სიმართლე