ფრენკი დე იონგი: ვიცოდი, რომ ნაკლები სათამაშო დრო მექნებოდა

ფრენკი დე იონგი: ვიცოდი, რომ ნაკლები სათამაშო დრო მექნებოდა

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის თქმით მან იცოდა, რომ მიმდინარე სეზონში ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებდა და ის მზადაა, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს.

ვიცოდი, რომ ნაკლები სათამაშო დრო შემხვდებოდა. "ბაიერნთან" სასტარტოში არ ვიყავი და იმედი მაქვს, რომ "რეალ მადრიდთან" ვიქნები. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაო იმისათვის, რომ "ბერნაბეუზე" ძირითადში ვიყო.
შესაძლოა, ჩავის სასტარტო თერთმეტეული უკვე გადაწყვეტილი აქვს. როგორც წესი, ამას თამაშის დღემდე არ ვიგებთ ხოლმე.
რა თქმა უნდა, "ინტერთან" თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გონება უნდა გავითავისუფლოთ, თავი მაღლა ავწიოთ და "ელ კლასიკოსთვის" მოვემზადოთ.
უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ კარგი გუნდი ვართ.
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. ჯერ კიდევ მაისში გადავწყვიტე, რომ ვრჩებოდი. აზრი არასდროს შემიცვლია, თუმცა ვიცოდი, რომ წნეხი იქნებოდა.
პრესიდან, პრეზიდენტიდან... დიახ, ყველა მხრიდან იყო ზეწოლა. "ბარსაში" დარჩენა მინდოდა და ამ აზრს ვერაფერი შემაცვლევინებდა.

- ციტირებს დე იონგის სიტყვებს Ziggo Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 ოქტომბერი 2022 16:14
    0
    კარგად შემოვიდა ეს მაგრამ გვიან იყო უკვე, ეგება დღეს დააყენოს ძირითადში თავიდანვე.
    R.Gaucho
    სტუმარი [?]
    #6 15 ოქტომბერი 2022 23:26
    2
    შტეგო
    ბალდე-კუნდე-გარსია-ალბა
    კესი-ფრენკი-გავი
    დემბელე-ლევანა-რაფინია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2022 20:47
    2
    ციტატა: Iniesta_8
    ბუსკეცი აღარ დავინახო ძირითადში და ვინც უნდა ის დადგეს. კესის რატომ გადაეკიდა არ მესმის, კაცი სერია ას საუკეთესო ნახევარმცველი იყო და ამან ერთი შეხვედრაც არ დააწყებინა ძირითადიდან.

    რომელიმე თამაშში კარგი იყო? არ მახსოვს რაღაც
    ჯიმიბარსა
    სტუმარი [?]
    #4 15 ოქტომბერი 2022 20:20
    4
    შენ კესი და პედრი უნდა იყოთ ძირითადში, ამანაც და კესიმაც შორიდან დარტყმა იციან, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც გამოგვადგებიან, წელს ჩემპიონები უნდა გავხდეთ,ამას წყალი არ გაუვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ოქტომბერი 2022 17:34
    11
    ამის ამბავს ცუდი სუნი უდის. ხავის ძაანაც კი უნდა ძირითადში ყავდეს მარა პრო.ჭკაცა ლაპორტას ოინები მგონია მე რატომღაც
    ფანი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2022 17:27
    9
    ფრენკი-კესი-პედრი

    სხვა ვარიანტი არც უნდა განვიხილოთ. ფრენკი ბევრად გაბედულად და პროდუქტიულად ითამაშებს როცა ეცოდინება რომ უკან კესი აზღვევს
    Culé [?]
    #1 15 ოქტომბერი 2022 17:05
    11
    ბუსკეცი აღარ დავინახო ძირითადში და ვინც უნდა ის დადგეს. კესის რატომ გადაეკიდა არ მესმის, კაცი სერია ას საუკეთესო ნახევარმცველი იყო და ამან ერთი შეხვედრაც არ დააწყებინა ძირითადიდან.