ბაიერნს ბარსელონასთან ნოიერი, სანე და ერნანდესი არ ეყოლება

ბაიერნს ბარსელონასთან ნოიერი, სანე და ერნანდესი არ ეყოლება

ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს "ბარსელონა" ერთი ისეთი თამაში აქვს, რომლის მნიშვნელობაც ჯერ გარკვეული არაა.

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის "ინტერისა" და "პლზენის" მატჩი დასრულებული იქნება და გვეცოდინება, შევინარჩუნებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლის შანსს. თუ სასწაული მოხდა და "ინტერმა" "პლზენს" მილანში ვერ მოუგო, მაშინ "ბარსას" შანსები დარჩება, მაგრამ მათ შესანარჩუნებლად "ბაიერნთან" მოგება მოუწევს.

თუ "ინტერი" "პლზენს" დაამარცხებს, "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს გარანტირებულად მე-3 ადგილზე დაასრულებს და როგორც "ბაიერნთან", ასევე "პლზენთან" შეხვედრებს აზრი დაეკარგება. მიუნხენურ გუნდთან მოგება გუნდის მორალზე ნებისმიერ შემთხვევაში კარგად იმოქმედებს, მაგრამ კალენდარი ისეთი გადატვირთულია, საკითხავია, რამდენად მოინდომებს ჩავი, სატურნირო მნიშვნელობას მოკლებულ მატჩში ძალები სრულად დახარჯოს.

რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ "ბაიერნი" "ბარსელონასთან" დაპირისპირებას მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდება. Kicker-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ "კამპ ნოუზე" გასამართ დაპირისპირებას მანუელ ნოიერი, ლეროი სანე და ლუკას ერნანდესი გამოტოვებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #9 23 ოქტომბერი 2022 22:10
    0
    ისე ღადაობაა ვინც გოლები გაგვიტანა წინა თამაშში ის გამოაკლდათ და თან ნოიერიც რომელმაც მაგარი ბურთრბი აიღო😂, მაგრამ მაინც ევროპა ლიგაზე ამოვყოფთ თავს რადგან როცა ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული ჩავფლავდით და ახლა უკვე გვიანია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 ოქტომბერი 2022 22:04
    2
    როგორ მინდა დავიჯერო რო ინტერი ოლზენს ვერ მოუგებს მარა ვერ ვიჯერებ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 23 ოქტომბერი 2022 21:57
    2
    ციტატა: MSN G.O.A.T
    ღადაობა ისიქნება ამათ როდავადოთ ინტერმაც როვერმოიგოს და მერე პლზენთან წავაგოთ

    ეგ თუ მოხდა ჩემი ხელით გავითხრი სამარეს, ჯერ ბართომეუს ჩავტენი წიხლით და მერე მეც მივყვები :დდდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 ოქტომბერი 2022 21:11
    1
    ვილოცოთ,რომ ინტერი ფრეს მაინც ითამაშებს.უხ ნეტა ცხოველი არაუხო გვყავდეს რა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #5 23 ოქტომბერი 2022 20:17
    5
    ღადაობა ისიქნება ამათ როდავადოთ ინტერმაც როვერმოიგოს და მერე პლზენთან წავაგოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ოქტომბერი 2022 19:43
    3
    იცის ბაიერნმა რო მოვუგებთ და ატმაზკას იტოვებს, ხალხი არ მყავდაო smile smile
    Culé [?]
    #3 23 ოქტომბერი 2022 19:15
    4
    ნოიერი და სანე დიდი დანაკლისია
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    წევრი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2022 19:07
    6
    აუ ნეტა პლზენა მოუგოს ინტერს მერე ჩვენ ბაიერნს გადავამყნობთ უეჭველიი პლზენსს ვბალეშიკობთ მთელი საგვარეულო :დდდ ეს რა დღე დაგვიდა პლზენის მოგებაზე ვოცნებობთ დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2022 19:04
    2
    ნოიერი ძაან დიდი ფაქტორია