კარლეს პუიოლი ჟერარ პიკეს: ყოველთვის ვიტყვი, რომ შენთან თამაშის პრივილეგია მქონდა
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი, კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით ჟერარ პიკეს განცხადებას ეხმაურება:
ყველაფრისთვის მადლობა, ჯერი.
შოკირებული ვარ. ძალიან არასამართლიანად მოგექეცით. "ბარსას" მაისური ისე ბევრს ნამდვილად არ დაუცვია, როგორც შენ.
ყოველთვის ვიტყვი, რომ შენთან თამაშის პრივილეგია მქონდა. ძალიან მიყვარხარ, მეგობარო.
პუიოლი და პიკე თანაგუნდელები 2008-2014 წლებში იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 159 მატჩი აქვთ ჩატარებული და ყველა შესაძლო ტიტული მოგებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]