ბარსელონელები ჟერარ პიკეს ემშვიდობებიან

ბარსელონელები ჟერარ პიკეს ემშვიდობებიან

"ბარსელონას" ფეხბურთელები ჟერარ პიკეს ემშვიდობებიან.

ჟორდი ალბა"ჟერარი დიდი კარიდან გაცილებას იმსახურებს. ის ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელი იყო და ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ "ლა მასიელები" ვართ და კლუბის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები გაგვაჩნია. ჯერის წასვლა სამწუხარო სიახლეა."

სერხიო ბუსკეტსი"პიკე საუკეთესო ცენტრალური მცველია, რომელიც "ბარსას" ოდესმე ჰყოლია. მან კლუბის ისტორია შეცვალა. ერთად ბევრი ტიტული დავისაკუთრეთ და დიდებული დრო გავატარეთ. "ბარსელონას" ნაწილი მიდის, რაც ბევრს ნიშნავს."

სერჟი რობერტო"ყველამ ვიცით, პიკე რამდენად დიდი კულეა. ის ფანებისთვის, კლუბისა და გასახდელი ოთახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ფიგურა იყო როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ეს ძალიან დიდი დანაკარგია."

რობერტ ლევანდოვსკი: "ჟერარ პიკე არა მხოლოდ კლუბის ლეგენდა, არამედ, სიმბოლური მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში და ბრძოლა მახსოვს, ახლა კი, როგორც თანაგუნდელი, ჯერი ბრწყინვალეა. მან ყველაფერი მოიგო."

ფრენკი დე იონგი"ჟერარი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის აკადემიაში გაიზარდა და ყველაფერი მოიგო. როცა "ბარსას" ხედავ, მას პიკესთან აკავშირებ."

მარკოს ალონსო"ჟერარს მშვიდად წასვლა შეუძლია. გასახდელ ოთახს ერთად ვიზიარებდით, ის სამაგალითო ადამიანია. მას ისეთი კარიერა ჰქონდა, როგორსაც ნებისმიერი ფებურთელი ინატრებდა. ჩვენთვის მისი წასვლა დიდი დარტყმაა."

რაფინია"პიკე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მან კლუბისთვის ბევრი გააკეთა. ჟერარი გასახდელ ოთახში ყველასთვის სამაგალითო პიროვნებაა."

არნაუ ტენასი"ყველამ ვიცით, ჟერარი ვინ არის და როგორია. გასახდელ ოთახში ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ბევრს გვმატებს და ყველასთან ახლოსაა. წლების განმავლობაში მისი თანაგუნდელობა უდიდესი სიამოვნება იყო."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #15 5 ნოემბერი 2022 21:35
    0
    nika 54,
    მესის არაფერში არ ვადანაშაულებ, მაგრამ მარტო პიკეს რო დაბრალდა აქ ყველაფერი ეგრე არ უნდა იყოს, ახლა დავიჯერო პიკეს, რომ არ ეთქვა ეგ მაშინ არ გაუშვებდნენ მესის? სრული უაზრობაა ეგ უბრალოდ მაგ ნათქვამით მარტო პიკეს დაბრალდა ეგ ყველაფერი და ლაპორტას ეგ აწყობდა, რომ ყველაფერი სხვაზე დაებრალებინა და გამოუვიდა კიდეც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 5 ნოემბერი 2022 20:01
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Lazy boy
    ახლა მემგონი ყველა დავრწმუნდით, რომ მესის და პიკეს უეჭველი დაეძაბათ უერთიერთობა, თორემ შეუძლებელია ამდენი ხანი მესის რამე პოსტი ან რაღაცა არ მიეძღვნა, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც უდიდესი კულე და ლეგენდაა ეს ფაქტია.

    სულ ვფიქრობ და არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანურად მე მგონია რომ ჩუმი "ბოღმის ბუკეტი" ხასიათით ლეო უფროა, ვიდრე პიკე..

    ჯერ ერთი ძალიან არასწორედ იქცევა მესი, მეორეც - არ მჯერა რომ პიკემ გააგდებინა მესი, აი რატომ? რა ხეირს ნახავდა ამით?!!!

    მესიმ რა დაგიშავათ? გაუშვეს და ახლა უკან მოყვანა უნდათ. მესიმ თქვა დამაბრუნეთო? მეორეც ითქვა რამდენჯერმე, რო ლაპორტამ კითხა პიკეს მესის გაშვებით რა მოხდებოდა რაზეც პიკემ უპასუხა არფერიო. მესამეც რა ხეირს ნახავდა? არაფერს უბრალოდ გუნდში დარჩა, მესი კი წავიდა(გააგდეს).
    სხვათა შორის პიკეს და ლაპორტას ლაპარაკზე რო დაიწერა არსად პიკეს არ უარყვია, ტყუილი რო ყოფილიყო თავს მაინც არ იმართლებდა?
    წევრი [?]
    #13 5 ნოემბერი 2022 12:08
    1
    MARI=BARCA-fan,
    არ ვიცი რომლის რა ბრალია, მაგრამ ეგეც გაირკვევა მომავალში, ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ მესი პიკეზე მეტად ბუსკეტზე და იმათზე უფრო უნდა იყოს ნაწყენი, რადგან იმათ იმხელა ხელფასები აქვთ ცოტა მაინც, რომ შეემცირებინათ შეიძლება დარჩენილიყო კიდეც, მაგრამ სხვებმა არაფერი გააკეთეს, უბრალოდ პიკემ გაბედა ლაპარაკი იმ დროს, როცა სხვები ხმას არ იღებდნენ და ეგ არ მოეწონა მემგონი არავის.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #12 5 ნოემბერი 2022 11:47
    1
    ციტატა: Lazy boy
    ახლა მემგონი ყველა დავრწმუნდით, რომ მესის და პიკეს უეჭველი დაეძაბათ უერთიერთობა, თორემ შეუძლებელია ამდენი ხანი მესის რამე პოსტი ან რაღაცა არ მიეძღვნა, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც უდიდესი კულე და ლეგენდაა ეს ფაქტია.

    სულ ვფიქრობ და არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანურად მე მგონია რომ ჩუმი "ბოღმის ბუკეტი" ხასიათით ლეო უფროა, ვიდრე პიკე..

    ციტატა: Lazy boy
    ახლა მემგონი ყველა დავრწმუნდით, რომ მესის და პიკეს უეჭველი დაეძაბათ უერთიერთობა, თორემ შეუძლებელია ამდენი ხანი მესის რამე პოსტი ან რაღაცა არ მიეძღვნა, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც უდიდესი კულე და ლეგენდაა ეს ფაქტია.

    ჯერ ერთი ძალიან არასწორედ იქცევა მესი, მეორეც - არ მჯერა რომ პიკემ გააგდებინა მესი, აი რატომ? რა ხეირს ნახავდა ამით?!!!
    წევრი [?]
    #11 5 ნოემბერი 2022 00:51
    1
    ახლა მემგონი ყველა დავრწმუნდით, რომ მესის და პიკეს უეჭველი დაეძაბათ უერთიერთობა, თორემ შეუძლებელია ამდენი ხანი მესის რამე პოსტი ან რაღაცა არ მიეძღვნა, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც უდიდესი კულე და ლეგენდაა ეს ფაქტია.
    წევრი [?]
    #10 5 ნოემბერი 2022 00:47
    2
    თომას მიულერი : “ყოველთვის ძლიერი მეტოქე და დიდი სპორტსმენი. ჩვენი თამაშის ჩემპიონი და ლეგენდა. მადლობა, პიკე." ესეც თქვენთვის ყველაზე “საძულველი” ფეხბურთელი, რომელსაც უმეტესობა თქვენთაგანი არ აფასებს და აგინებს. 🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 ნოემბერი 2022 21:49
    4
    ეეე ბუსკეცი მაგრად დაბერდა ეტყობა,მახსოვრობაც აღარ უჭრის.პუიოლი დაგავიწყდა ბუსი პუიოლი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #8 4 ნოემბერი 2022 21:40
    1
    მადლობა ჟერარ!.. შენ ისტორიის დიდი ნაწილი გახდი![b][/b]

    [quote=kanja]მადლობა ჟერარ!.. შენ ისტორიის დიდი ნაწილი გახდი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 ნოემბერი 2022 21:38
    7
    ციტატა: Andria
    გუტიმ დაგვცინა ვითომ :დ *ირბანჯომ: 1/8 ში ბარსას თან შეხვედრას ვისურვებდიო . როცა შევხვდით რეალს ლიგაზე მთელი გუნდი მოჭიმა ერთმა 1.60სმ ადამიანმა სახელი აღარ მახსოვს

    გუტის ამწვარი აქვს ერთი ადგილი დიდი ხანია და ვერა და ვერ ჩაუქრია.მაგ რეალის კარში გატანილი მესის გოლი ჩლ-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეოსა და ყველა დორის გოლებშიც.ხოდა მიაგდოს ტრაკი მაგ შამბალამ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #6 4 ნოემბერი 2022 21:06
    4
    ❤️❤️❤️barca-1 ❤️❤️❤️

    barca
    ფანი [?]
    #5 4 ნოემბერი 2022 20:38
    7
    გუტიმ დაგვცინა ვითომ :დ *ირბანჯომ: 1/8 ში ბარსას თან შეხვედრას ვისურვებდიო . როცა შევხვდით რეალს ლიგაზე მთელი გუნდი მოჭიმა ერთმა 1.60სმ ადამიანმა სახელი აღარ მახსოვს
    Culé [?]
    #4 4 ნოემბერი 2022 20:28
    0
    ციტატა: Moriba
    @ირიკო გუტის განცხადება ნახეთ?

    არა არ მინახავს. რაო? ლინკი ჩააგდე რა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა

    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    kule samudamod

    alenya the talent, puig isn't the talent.

    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Moriba
    სტუმარი [?]
    #3 4 ნოემბერი 2022 20:23
    2
    @ირიკო გუტის განცხადება ნახეთ?
    Culé [?]
    #2 4 ნოემბერი 2022 19:44
    11
    წავიდა ლეგენდარული ცენტრალური მცველი წარმატებები პიკე საცა არ უნდა იყო შენ ყველაფერს იმსახურებ შენ ისტორია შეცვალე რაც შეგეძლო კლუბს მიეცი ბარსას პრეზიდენტობა? ვნახოთ რამდენად გამოგივა ვფიქრობ ანდორას უფრო უპრეზიდენტებ გადმოიყვანო ლა ლიგაში
    Culé [?]
    #1 4 ნოემბერი 2022 18:59
    4
    ინტრიგანი....ამ ტიტულით დაამთავრა კარიერა...
    ლეოოო...ლეოოო...ლეოოო...!!!