ბარსელონამ ლევანდოვსკის შემცვლელს დორტმუნდში მიაგნო

ბარსელონამ ლევანდოვსკის შემცვლელს დორტმუნდში მიაგნო

ამჟამად "ბარსელონას" ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი უკვე 34 წლისაა და მისი შემცვლელის მოძებნაზე ზრუნვა დასაწყებია.

Sport-ის ცნობით კატალონიური კლუბი უკვე ფიქრობს, ვინ უნდა შეცვალოს ლევანდოვსკი 2-3 წელიწადში. ამჟამინდელი ფავორიტი "დორტმუნდის" 17 წლის თავდამსხმელი იუსუფა მუკოკოა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულწლოვანიც არაა, მუკოკოს "დორტმუნდის" რიგებში უკვე 57 თამაში დაუგროვდა. მის ანგარიშზე 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე სეზონში გამართულ 20 თამაშში კი მუკოკომ თავი 6 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მუკოკოს კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მისი უფასოდ დამატება შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 ნოემბერი 2022 15:04
    1
    ჩემი აზრით ეს ფორვარდად ბევრად უკეთესია ვიდრე ვინგერად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 ნოემბერი 2022 14:44
    1
    ციტატა: Ბარსელონისტა
    ციტატა: Albicelecte
    ისე ამის მოყვანა ავტომატურად ანსუს გაშვებას ხომ არ ნიშნავს?!
    დაველოდოთ ეს სეზონი როგორ ათამაშდება;
    მაინც ლა მასიელები....

    თუმცა თუ ანსუს დატოვებ, ეს და ანსუ შეიძლება ერთად, 4-4-2 სქემაში;

    Რა შუაშია, ანსუ ვინგერია ბარსელონაში ისედაც. Ამპლუით სუფჹა ფლანგელი არაა მაგრამ ვილიას სტილია და ბარსაში მარცხნივ აყენებენ

    ანსუ ვინცაა ვიცი, ვინგერობამდე ცენტრფორვარდას ათამაშებდნენ
    4-4-2 ტაქტიკა რატომ ვახსენე? ანსუს და იუსუფას ტიპის ფორვარდებზეა იდეალური;
    მაგრამ ამ დროს საჭიროა ახალგაზრდა და სწრაფი ლატერალები და ძალიან ტექნიკური, მრავალმხრივი შუახაზელები;
    ამ დროს შუა ხაზელი იწევს ფლანგისკენ ვინგერი კი თამაშბს სტრაიკერს, ან ორივეს ერთად
    ვილია იყო ასე, ოღონდ ნაკრებში, ბარაში ძირიტადად 9-იანზე იდგა, თუმცა ქმნიდა კიდევაც
    სადიო მანე და კილიან მბაპე რასაც თამაშობენ, ვინგერ-ცენტრფორვარდის პოზიციას, ალბათ მანდ იქნებიან იდეალურები

    მე მაგალითად ანსუ-იუსუფას დუოთი სიამოვნებით შევუტევდი
    მაგრამ ასევე ფერანი-ლევანა-დემბელეს ტროითიც ვხდიდი, კიდევ მათ შორის შუალედურ სქემებს, ეს შეტევას გაამრავალფეროვნებს
    რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელი სკამი საჭიროა და ასეთი მკვლელის ინსტიქტიანი ბავშვები მოსაყვანი არიან
    რომ არა გრძელი სკამი, ღრმა შემადგენლობა და ნიჭიერი ახალგაზრდების სიმრავლე (+ლევანდოვსკი), ეხლა გუნდს 34 ქულის მაგივრად ალბათ შარშანდელივით 18 ექნებოდა
    ფული რომ მქონდეს და ლაპორტა ვიყო, ხვალვე დავიწყებდი მაგის მოყვანაზე ზრუნვას
    [?]
    #8 7 ნოემბერი 2022 13:34
    1
    ციტატა: Ბარსელონისტა
    ციტატა: Albicelecte
    ისე ამის მოყვანა ავტომატურად ანსუს გაშვებას ხომ არ ნიშნავს?!
    დაველოდოთ ეს სეზონი როგორ ათამაშდება;
    მაინც ლა მასიელები....

    თუმცა თუ ანსუს დატოვებ, ეს და ანსუ შეიძლება ერთად, 4-4-2 სქემაში;

    Რა შუაშია, ანსუ ვინგერია ბარსელონაში ისედაც. Ამპლუით სუფჹა ფლანგელი არაა მაგრამ ვილიას სტილია და ბარსაში მარცხნივ აყენებენ

    მიკოკო ცენტრია, ცაციაა მგონი და მარჯვნივაც მდგარა მარა უფრო ცენტრია. ეტოო 2 წელია ამ ბიჭს გვიპიარებს
    Ბარსელონისტა
    სტუმარი [?]
    #7 7 ნოემბერი 2022 10:17
    2
    ციტატა: Albicelecte
    ისე ამის მოყვანა ავტომატურად ანსუს გაშვებას ხომ არ ნიშნავს?!
    დაველოდოთ ეს სეზონი როგორ ათამაშდება;
    მაინც ლა მასიელები....

    თუმცა თუ ანსუს დატოვებ, ეს და ანსუ შეიძლება ერთად, 4-4-2 სქემაში;

    Რა შუაშია, ანსუ ვინგერია ბარსელონაში ისედაც. Ამპლუით სუფჹა ფლანგელი არაა მაგრამ ვილიას სტილია და ბარსაში მარცხნივ აყენებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ნოემბერი 2022 05:58
    1
    ისე ამის მოყვანა ავტომატურად ანსუს გაშვებას ხომ არ ნიშნავს?!
    დაველოდოთ ეს სეზონი როგორ ათამაშდება;
    მაინც ლა მასიელები....

    თუმცა თუ ანსუს დატოვებ, ეს და ანსუ შეიძლება ერთად, 4-4-2 სქემაში;
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ნოემბერი 2022 00:18
    4
    ძალიან კარგი ვარიანტი იქნება. ჰალანდმა თქვა ამაზე მაგის ასაკში მისნაირი არ ვყოფილვარ. 15 წლის მუკოკო 15 წლის ჩემს თავზე ბევრად მაღლა დგასო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 6 ნოემბერი 2022 22:04
    3
    ოო ეს კაი ვინმეა და ამ ზაფხულში თუ ვითრიეთ მთლად მაგარი, ლევანა 35 წლის იქნება და ეს 17-18 წლისაა, სათამაშო დროსაც ბლომად მიიღებს და განვითარდება უფრო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ნოემბერი 2022 21:58
    3
    კი შეეძლება თუ გვიკადრა მუკაკომ. იმედია ბავშვობიდან კულეა და ხვალ ზეგ არ გაახანგრძლივებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2022 21:52
    6
    მუკოკო არაა ცუდი.ენდრიკს გავუშვებთ ხელიდან და უფასოდ მუკოკო მშვენიერია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 6 ნოემბერი 2022 21:30
    5
    უკვე ვცვლით ლევას?