3 ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, მუნდიალის შემდეგ ბარსასთვის ბევრად მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ

3 ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, მუნდიალის შემდეგ ბარსასთვის ბევრად მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 7 კვირა რჩება. საქმეში ვიხილავთ "ბარსელონელებსაც" - ტურნირზე კატალონიური კლუბიდან 16 ფებურთელი იასპარეზებს. 

მათ შორის არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც განსაკუთრებით მოტივირებულნი იქნებიან, რომ მაქსიმალურად იმუშაონ და თავი გამოიჩინონ, რათა "კამპ ნოუზე" თავიანთი როლი გაიზარდონ.

განვიხილოთ 3 ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსას" უფრო მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ:

ფრანკ კესიე

შეიძლება ითქვას, კესიე, ჯერჯერობით, ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებს შორის ყველაზე ცუდი გამოდის. "მილანიდან" უფასოდ გადმოსულ ნახევარმცველს "კამპ ნოუზე" შთამბეჭდავი მატჩების ჩატარება უჭირს და დიდი სათამაშო დროც არ ეძლევა.

სეზონის პირველი წრე დასრულდა, კოტ-დ'ივუარელმა კი ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო. ის ფრენკი დე იონგთან, პედრისა და გავისთან კონკურენციას აგებს.

მიუხედავად ამისა, კესიეს შეუძლია, სეზონის მეორე ნახევარში "ბარსას" მეტად დაეხმაროს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი კოტ-დ'ივუარი მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. ეს პაუზა ფრანკს საკმარის დროს მისცემს, რომ ჩავისთან იმუშაოს და ტაქტიკურ სქემებს მოერგოს.

ჟიულ კუნდე

ჟიულ კუნდე "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი მცველია, განსაკუთრებით მისი დიდი პოტენციალისა და ათლეტიზმის გამო, რომელიც მას ჟერარ პიკეს გრძელვადიან შემცვლელად ხდის.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ჟიული მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყოს. მოედანზე ყოფნის დროსაც კი, დიდი ალბათობით, ის მარჯვენა ფლანგზე იქნება და არა ცენტრში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებით მიღებული გამოცდილება კუნდეს დაეხმარება, "ბარსასთვის" კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.

ანსუ ფატი

ანსუ ფატის ნაკრებში გამოძახება ლუის ენრიკესგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, ანსუმანე სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ მოხვდება, მოულოდნელმა სიხარულმა და ნაკრებთან ერთად ყოფნამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოტივაცია უნდა მისცეს, თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს.

მუნდიალზე ფატის პოტენციური წარმატება ნიშნავს, რომ სეზონის მეორე ნახევარში ის "ბარსელონასთვის" კვლავ ბევრად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

ამ დროისთვის, ლა ლიგაში ანსუ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 3-ჯერ დააყენეს, რაც ასეთი ტალანტისთვის ძალიან ცოტაა. ამიტომაც, საინტერესოა, ის მსოფლიო ჩემპიონატზე როგორ ითამაშებს, ისევე, როგორც კუნდე, კესიემ კი პაუზით უნდა ისარგებლოს და "ბარსას" სტილი კარგად აითვისოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ნოემბერი 2022 21:52
    0
    ციტატა: nika 54
    მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 7 კვირა რჩება.
    მე მეგონა ამ თვეში იწყებოდა დაახლოებით 20 ნოემბერს.

    შეგეძლო სხვანაირად დაგეწერა. რომ შეცდომა გაქვთ და გაასწორეთ, თვე კი არა დღე უნდა დაგეწერათთქო, მაგრამ არა...
    ბევრჯერ მინახავს შენს კომენტარებშიც მექანიკური შეცდომა, მაგრამ შეგისწორა ვინმემ ასე ირონიულად?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ნოემბერი 2022 10:08
    0
    გადაიტანეს, ყინვებია ძალიან დიდი ყატარში!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ნოემბერი 2022 10:01
    0
    მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 7 კვირა რჩება.
    მე მეგონა ამ თვეში იწყებოდა დაახლოებით 20 ნოემბერს.
    Culé [?]
    #2 14 ნოემბერი 2022 00:53
    1
    კესის გაყიდიან ალბათ, საერთოდ არ ეძლევა დრო
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 14 ნოემბერი 2022 00:25
    3
    იმედია ეგრეც იქნება, კესიე მაგარი ფეხბურთელია და გვჭირდება ეგეთი კაცი, კუნდე და არაუხო საუკეთესო და ვითი დუო იქნება მსოფლიოში, ფატი კი მაგარი ნიჭიერია და იმედია ის გახდება რისი იმედიც ყველას გვაქვს