მილანი სერჟინიო დესტის 20 მილიონ ევროდ ყიდვას გეგმავს

მილანი სერჟინიო დესტის 20 მილიონ ევროდ ყიდვას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ "ბარსელონა" სერჟინიო დესტის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით კმაყოფილია, რადგან ახალგაზრდა მარჯვენა მცველის გაყიდვის შანსები იზრდება.

როგორც ჩანს, კატალონიელთა მოლოდინები მართლდება. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ამერიკელი ფეხბურთელის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით მოხიბლულია "მილანიც", სადაც დესტი ამჟამად იჯარით თამაშობს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით "როსონერი" გეგმავს, რომ სერჟინიოს გამოსყიდვის უფლება გამოიყენოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" შემოსავალი 20 მილიონი ევროთი გაიზრდება.

სერჟინიო დესტი "აიაქსიდან" "ბარსელონაში" 2020 წელს 21 მილიონ ევროდ გადმოვიდა, თუმცა კატალონიურ გუნდში იმედები ვერ გაამართლა. "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 72 მატჩში მან თავი 3 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. გასულ ზაფხულში ამერიკელი "მილანში" გაანათხოვრეს, რომლის რიგებშიც მან ჯერჯერობით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2022 14:32
    0
    ყიდვამდე კიდევ ბლომად ივაჭრებენ იტალიელები და მაგ ფასს გაანახევრებენ, ჩვენ ხო ბარსა ვართ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 დეკემბერი 2022 15:09
    0
    შეუფუთეთ